მთავარი » 2012 » თებრვალი » 8 » 20 სიმპტომი
2:04 PM
20 სიმპტომი
ყურებამდე შეყვარებული ხართ - 20 სიმპტომი

1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.
2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება.
3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს
4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”

5. სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ რამე ეწყინებათ. მასთან კი თითოეულ სიტყვას სინჯავ, ფიქრობ: ”ვთქვა თუ არა?”, ”რომ ეწყინოს? ” და ა.შ.
6. წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ, მიხვიდე თუ დაელოდო. ჯერ მან შეგნიშნოს. გამოიცეკვო? - მერე არ იფიქროს, რომ აეკიდე, ამ ფიქრებით სხვა მამაკაცისკენ მიემართები.
7. მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. აანალიზებთ: ”რა თქმა უნდა, მარტოხელა არ იქნება ”. იწყებთ ეჭვიანობას და ხასიათი მაშინვე ფუჭდებათ.
8. მასთან საუბრის შემდეგ იწყებთ დიალოგის გაანალიზებას: რა გითხრათ, რა უპასუხეთ, გახსენდებათ, რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინა დაბნეულობისაგან, ბრაზდებით საკუთარ თავზე...
9. როცა იქ მიდიხართ, სადაც ის გეგულებათ, საგულდაგულოდ არჩევთ ტანსაცმელს, მაკიაჟს, სალონში ყველანაირად ცდილობთ, გახდეთ ”მის მომხიბვლელობა”.
10. შემთხვევით გადაეყარეთ, ვთქვათ მაშინ, როცა უბრალოდ სახლის ფორმაში, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ჩადიხართ. ”რა საშინელებაა, ეს რა დამემართა, რაღა ეხლა შემხვდა, მოწესრიგებული მაინც ვყოფილიყავი, - იმეორებთ გონებაში და ხასიათი საშინლად გიფუჭდებათ.
11. საუბარში რომელიმე წიგნი ახსენა და ზოგადად, მასზე დადებითი აზრი გამოთქვა. მაშინვე შემოირბენთ ყველა მეგობარს და მაღაზიას ამ წიგნის საშოვნად და ერთ ამოსუნთქვაზე კითხულობთ. კითხულობთ და ერთ ერთი გმირში მას ხედავთ, მეორეში კი შესაძლოა საკუთარ თავს ეძებთ და გგონიათ, რომ მის შესახებ ისეთი რამ შეიტყვეთ, სხვამ რომ არავინ იცის.
12. მასთან შესახვედრად წასვლას აპირებ და ჩანთაში შენს საყვარელ სურათებს დებ, ”ნუ რა იცი, რა ხდება... იქნებ დათვალიერება მოუნდეს.”
13. ყურადღებით უსმენ ყველას, ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის მასზე. გაინტერესებს ყველაფერი, ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა შენამდე...
14. აქტიურად იწყებთ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლით კარტს მის სახელზე და თუ ამოგივიდათ - ”შენ ის მიგატოვებს”, ხელახლა იწყებთ კარტის გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა: ”შენი ბედიაო”.
15. როგორც კი მის ზოდიაქოს ნიშანს გაიგებთ, მაშინვე აკვირდებით, ეწყობით თუ არა ერთმანეთს.
16. თუ იცით, რომ წუთიწუთზე მოვა იქ, სადაც თქვენ ხართ, მაშინვე გასწორდებით, ფეხს ფეხზე გადაიდებთ, ქვედაბოლოს ოდნავ ზევით აწევთ (თუკი ასე უფრო გიხდებათ), ან დეკოლტეს გაიღრმავებთ და სრულ მზადყოფნაში ხართ.
17. თუ იცით, რომ დღეს უნდა ნახოთ, ჩვეულებრივზე ადრე და მხიარული იღვიძებთ. ქუჩაში გამოდიხართ ლაღი ღიმილით და გარემოც ბევრად მხიარული გეჩვენებათ. თითქოს ყველა ბედნიერია.
18. ზოგჯერ წარმოიდგენთ, როგორ გკოცნით და გეალერსებათ. თუმცაღა ის დღესდღეობით ის მხოლოდ გიღიმით.
19. როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლით და ისეთ სითბოს გრძნობთ, წამის შეჩერებას რომ მოგანდომებთ.
20. გაინტერესებთ ისეთი სტატიები, როგორიცაა ”როგორი ქალები მოსწონთ მამაკაცებს”, ”როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი” ან ”თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ -20 სიმპტომი”, აქტიურად ავსებთ ტესტებს მაგალითად - ”რამდენად სექსუალური ხართ”, ”რამდენად სასურველი და მომხიბვლელი ხართ”, ”მოსწონხართ თუ არა საწინააღმდეგო სქესს” და ა. შ.


პასუხები: 15-20 ნიშანი თქვენს გრძნობებს ემთხვევა: თავდავიწყებით გიყვართ. ძალიან არ ჩაიძიროთ ამ სიყვარულში. გახსოვდეთ: რომ შეგიყვარონ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ.

გრძნობთ, რომ 10-14 ნიშანი თქვენს გრძნობებს ემთხვევა: გიყვართ, მაგრამ თავი არ დაგიკარგავთ, ცდილობთ, არ დააფრთხოთ თქვენი სიყვარულით და ექცევით ისე, როგორც სხვა მამაკაცებს. იმედს იტოვებთ, რომ პირველი გადმოდგამს თქვენკენ ნაბიჯს.

ძლივს ახვედით 1-9 ქულამდე: თქვენი გრძნობების გაკონტროლება საკმაოდ კარგად შეგიძლიათ.

თუკი ზემოჩამოთვლილიდან არაფერს გრძნობთ: შეყვარებული არ ხართ. თუმცა დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ: ახლა უკვე იცით, რას გრძნობენ შეყვარებული ქალები.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 948 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებრვალი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0