მთავარი » საინტერესოა
ეს საინტერესოა …
საინტერესოა , 2012-02-17 ნანახია: 924 /კომენტარი: 0


1. პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი არასოდეს მგზავრობენ ერთი და იმავე თვითმფრინავით. გაუთვალისწინებელი ტრაგიკული შემთხვევისას ერთ-ერთი მაინც რომ ცოცხალი გადარჩეს. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ხომ გაგიგიათ?!

2. ადამიანებო, თქვენი ორგანიზმი ერთ წამში ქმნის და კლავს 15 მილიონ წითელ უჯრედს.

3. არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ გეტყვით, რომ საყოველთაოდ ცნობილ The Mona Liza-ს არ აქვს წარბები. რენესანსის დროინდელ ფლორენციაში მოდა იყო ამგვარი – წარბები უნდა გაგეპარსა.




ავტორი: PamPiKa
ოლიმპოს ღმეთები
საინტერესოა , 2012-02-17 ნანახია: 911 /კომენტარი: 0


ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.




ავტორი: PamPiKa
10 საინტერესო ფაქტი სამყაროს შესახებ
საინტერესოა , 2012-02-11 ნანახია: 947 /კომენტარი: 0


1.სამყაროში არსებობს მილიარდობით გალაქტიკა.თუ გასაოცარი არ არის, იმასაც დავამატებ რომ,თითოეულ გალაქტიკაში არის მილიარდობით ვარსკვლავი.ეს იმას ნიშნავს რომ სულ არსეობობს 10,000,000,000,000,000,000,000 ვარსკვლავი.ალბათ დასაფიქრებელია,შეიძლება თუ არა არსებობდეს სიცოცხლე სხვა პლანეტებზეც.




ავტორი: PamPiKa
თამბაქო და საქართველო
საინტერესოა , 2012-02-10 ნანახია: 863 /კომენტარი: 0


არვიცი ამ თემაზე საუბარი რა სიტყვებით დავიწყო როცა ამ თემაზე ფიქრი დავიწყე ინტერნეტში მოვიძიე მონაცემები საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა გამოკვლევების რომლებიც არ მომეწონა და თქვენც გაგაცნობთ და თვითონ გადაწყვიტეთ, რაზე მეტყველებს საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევების მიხედვით მწეველთა რიცხვები: თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს, საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა, ალბათ ამის ბრალია ასეთი სავალალო შედეგები , მაგრამ არამგონია ასე იყოს, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ უკვე გვიან არის. ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა ბევრ მავნე ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს სიამოვნების განცდას.




ავტორი: leoevich
20 სიმპტომი
საინტერესოა , 2012-02-08 ნანახია: 948 /კომენტარი: 0


ყურებამდე შეყვარებული ხართ - 20 სიმპტომი

1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, დალაგებული ტექსტი გერევათ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ.
2. მის გარემოცვაში იბნევით და ინაზებით, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ბრძანდები და მიგაჩნია, რომ ეს ”ძველმოდური გრძნობა - სიყვარული” არ გემუქრება.
3. კითხვა ”ნეტავ, როგორ გამოვიყურები?” როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც, როცა ერთად ხართ, სულ თავში გიტრიალებს
4. თითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი, არ იცი, როგორ უპასუხო. ძალის მოკრეფა გიწევს, რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ, რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი?..”




ავტორი: PamPiKa
ცისარტყელის ხე
საინტერესოა , 2012-02-04 ნანახია: 810 /კომენტარი: 0


ცისარტყელის ხე (Eucalyptus deglupta) წარმოშობით ფილიპინების კუნძულიდანაა. ხე ცნობილია თავისი ფერადი ქერქით, სახელიც შესაბამისად აქედან მოდის.
როგორც სხვა ევკალიპტის ხეებს, ამ ხესაც ძვრება ქერქი. ძველი ქერქის ადგილას ჩნდება ახალი.
დროდადრო ქერქი იცვლის ფერს. თავიდან იგი ნათელი მწვანე და მუქი მწვანეა, შემდეგ ხდება ლურჯი და მეწამული, შემდეგი ფერია ვარდისფერი და სტაფილოსფერი. ყველაზე ბოლო სტადიაში მისი ფერი ხდება ყავისფერი და მალინისფერი. ასე რომ ფერების მიხედვით ადვილი მისახვედრია რამდენი წლისაა ხე.




ავტორი: PamPiKa
2012 წელი დრაკონის წელიწადი
საინტერესოა , 2012-02-03 ნანახია: 1091 /კომენტარი: 0


რისი წელია 2012 ? ეს არის დრაკონის , ანუ არარეალური ცხოველის წელი, ეს ილუზიაა, საკარნავალო ფიგურის მსგავსად, მაგრამ ამის მიუხედავად , დრაკონი სულ იარსებებს, იგი დაიწვება და აღდგება ფერფლისგან ყოველ ახალ წელიწადს.
1928, 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012 , 2024 , 2036 ეს დრაკონის წლებია , მომავალი ანუ 2012 წელი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა აღზევების წელია……

დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი – იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში – აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის – ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს.




ავტორი: PamPiKa
Dell ნოუთბუქების ხაზის Alienware განახლებისთვის ემზადება
საინტერესოა , 2012-02-03 ნანახია: 675 /კომენტარი: 0


ქსელში გამოჩნდა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიას Dell თავისი სათამასო ნოუთბუქების Alienware ხაზის სამი ახალი მოდელით: M14X R2, M17x R4 და M18X R2 განახლება აქვს დაგეგმილი. ეს ინფორმაცია Eric G. в сსაკუთარ ბლოგში განათავსა ინჟინერ-პროგრამისტმა Eric G., სადაც არაერთხელ ყოფილა გამოქვეყნებული საიმედო ინფორმაცია, რომელიც ოფიციალურ ანონსებს უსწრებდა წინ.

ამ ნოუთბუქების წინა თაობის, Alienware M14x, M17x R3 და M18x ეკრანთა დიაგონალები იყო შესაბამისად 14″, 17,3″ და 18,4″ და აღჭურვილნი იყვნენ 2- და 4-ბირთვიანი პროცესორებით Intel Sandy Bridge, აგრეთვე ამაჩქარებლებით AMD-ს ან NVIDIA-გან. ვფიქრობთ, ახალ მოდელებში ბევრი არაფერი შეიცვლება დიზაინის მხრივ. აპარატულ ნაწილში კი განახლებას უნდა ველოდეთ.




ავტორი: PamPiKa
1 2 3 ... 9 10 »
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0