მთავარი » 2012 » თებრვალი » 17 » ოლიმპოს ღმეთები
6:05 PM
ოლიმპოს ღმეთები
ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია" და „შრომები და დღეები" მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.ურანოსი ცის მეუფე, ღმერთების მამამთავარი.კრონოსიპირველი თაობის დიდი ღმერთი (ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას, ჰესტიას მამა).ზევსი რანგი I,
ღმერთების მამა, ელვის, ჭექა-ქუხილისა და ჰაერის განმგებელი
კრონოსისა და რეას უფროსი ვაჟი
პოსეიდონის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას უმცროსი ძმა
ათენას, აპოლონის, არტემიდეს, არესის, აფროდიტეს, ჰერმესის, დიონისეს, ჰერაკლეს და ა.შ. მამა
ციური სხეული: პლანეტა იუპიტერი.პოსეიდონი ზღვის (აქ; ატლანტის ოკეანე, მისი სამფლობელო ადგილი ატლანტის ოკეანე და ხმელთაშუა ზღვის), აგრეთვე მიწისძვრისა და ცხენების ღმერთი
ზევსის უფროსი ძმა
კრონოსისა და რეას ვაჟი
მოკვდავ კლეითოსთან ერთად გააჩინა ხუთი ტყუპის ცალი ვაჟი; შეუუღლდა ამფიტრიტეს
ტრიტონის მამა
სამყაროს განაწილებისას ზევსს ერგო ცა, ჰადესს მიწისქვეშეთი ხვდა წილად, ხოლო პოსეიდონს – დედამიწა და ოკეანე.ჰერა რანგი III,
ოჯახის ქალღმერთი, ქორწინების, დედობისა და დაბადების განმგებელი
მშობიარეთა დამხმარე
ზევსის უაღრესად ეჭვიანი მეუღლე
არესის, ჰეფესტოს, ჰებეს და ა. შ. დედა
ზევსის და .ჰადესი რანგი XIV,
ზევსის ძმა
bemächtigte sich durch Raub der Persephone
ქვესკნელის მპყრობელი
მისი თანმხლებნი არიან თანატოსი „სიკვდილი" და ჰიპნოსი „ძილი" .აპოლონი პოეზიის, სინათლის, შავი ჭირისა და წინასწარმეტყველების ღმერთი
მუზების წინამძღოლი (თანასახელი: Musagetes)
გათანაბრებულია ფებოსთან (მზის ღმერთი)
ზევსისა და ტიტანინის ვაჟი ლეტო
უცოლო, ასკლეპიოსის მამა
არტემიდეს ტყუპის ცალი ძმა
ციური სხეული: მზე
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 911 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებრვალი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0