მთავარი » 2012 » თებრვალი » 7 » ყოველდღიური წვრილმანები
7:59 PM
ყოველდღიური წვრილმანები
1. მეტროს სადგურში შრიალი/ხმაური რომ გესმის და ვერ ხვდები რომელი მხრიდან მოდის მატარებელი, სანამ არ დაინახავ..
2. სასიამოვნო შეგრძნება, დილით ფანჯრიდან რომ გაიხედავ და მოულოდნელად თოვლს ხედავ...
3. თითზე რომ ნიშანი გაქვს რაღაც არ დაგავიწყდეს და ვერ იხსენებ რა არ უნდა დაგვიწყებოდა
4. მეგობარი რაღაცას რომ ითვლის და შენ უაზროდ, ხელის შესაშლელად იძახი სხვადასხვა რიცხვებს..
5. შენს კორპუსში, კიბეებზე რომ ადიხარ და მეზობლის კარების ჩხაკუნის გაგონებაზე, ფეხს რომ უჩქარებ...
6. სტატუსს რომ წერ, მრავალჯერ რომ შეამოწმებ მექანიკურ შეცდომებზე და გამოქვეყნების შემდგომ რომ შეამჩნევ არასწორედ დაწერილ სიტყვას...
7. გარკვეული რაოდენობის გვერდების წაკითხვის შემდეგ, წიგნს რომ გვერდიდან უყურებ და ადარებ წაკითხული და წასაკითხი ფურცლების რაოდენობას... (სკოლის წიგნებზე ვაკეთებ ეგრე )
8. დილით ახალგაღვიძებულს რომ გცივა და ყავის ან ჩაის ცხელი ფინჯანი ორივე ხელით რომ გიჭირავს და განცხრომით თბები...
9. დაფასთან მოსწავლის გაძახების დროისას ყველა დაბლა რომ ხრის თავს, რათა მასწავლებელს თვალში არ მოხვდეს..
10. ერთ-ერთი საყვარელი გასართობი, ახალნაყიდ ნივთს რომ ტკაცუნა პარკი აკრავს..
11. უამრავ კუსტარულად გადაღებულ ვიდეოში აუცილებლად ისმის კითხვა: "ვიდეოა ჩართული?
12. უკან მოხედვა, ქუჩაში ვიღაც შენს სახელს რომ ახსენებს.. არადა არაფერ შუაში ხარ
13. რაღაც კარგი რომ შეგემთხვევა და მარტო შენ რო გიხარია და სხვას არავის.....
14. როცა შენი ყველა FB მეგობარი Online-ა იმ ერთის გარდა, რომელიც ყველაზე მეტად გინდა რომ იყოს.
15. ჭექა-ქუხილისას ფანჯრიდან რომ იყურები და საკუთარ თავს ენაძლევები იმის გამოცნობაში, თუ რამდენ წამში იქნება მორიგი გაელვება... (ააჰჰ ესე ვაკეთებ ხოლმე მეც )
16. რაღაცის მოხდენამდე წამებს უკუღმა რომ ითვლი და ბოლოსკენ თვლას რომ ანელებ... (4.. 3... 2...... 1.......... 0,5............)
17. როდესაც ვინმე გთხოვს მობილურს და შენ მესიჯების წაშლას იწყებ.
18. კომპიუტერში რაღაცის კეთებისას თან სიმღერას რომ უსმენ, მაგრამ ვერ აღიქვამ...
19. აღნიშვნა ყველას მიერ, რომ "პირადობის სურათში ძალიან საშინლადაა".

20. "ბუძილნიკზე'' (მაღვიძარა) დაყენებული სიმღერის/მუსიკის ნელ-ნელა შეძულების პროცესი...


კატეგორია: სიცილი | ნანახია: 831 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებრვალი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0