მთავარი » 2011 » დეკემბერი » 15 » ცოცხლად დამარხული ქალაქები
8:09 PM
ცოცხლად დამარხული ქალაქები

ამ პოსტში მინდა ორ უძველეს ქალაქზე, პომპეის და ჰერკულანუმის შესახებ მოგიყვეთ. ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს დიდი უბედურება დატრიალდა…. დღე ჩვეულებრივ დაიწყო, პომპეის და ჰერკულანუმის მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქი, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა, მათმა დაუდევრობამ 2000 პომპეელის სიცოცხლე შეიწირა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა. ჰერკულანუმი გაქრა ტალახის 15 მეტრიან ფენაში,რომელიც მზის მცხუნვარე სხივებმა ქვასავით გაამაგრა. პომპეელებისგან განსხვავებით ჰერკულანუმის მოსახლეობა დროზე მიხვდა თუ რა საფრთხე მოელოდათ და გაქცევით უშველეს თავს. შუა საუკუნეებში პომპეი და ჰერკულანუმი უკვე აღარავის ახსოვდა. ჰერკულანუმის ადგილზე გაშენდა სოფელი რესინა. 1710 წელს ამ სოფლის ერთი გლეხი თავის ჭას აღრმავებდა და წააწყდა მარმარილოს ფილას და სვეტებს, რომლებიც მაშინვე კალატოზებს მიჰყიდა. მაშინ აზრადაც არავის მოსვლია,რომ აღმოჩენილი იქნა ჰერკულანუმი. 1738 წელს 20 მეტრზე ჩაღრმავების შემდეგ, განძის მაძიებლებმა ჰერკულანუმის ამფითეატრი აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ უფრო ფართო ძიებისკენ უბიძგა მკვლევარებს. 1755 წელს ნეაპოლში დაარსდა "ჰერკულანუმის აკადემია”, რომელმაც მიზნად დაისახა სისტემატიური გათხრები და ნაპოვნი ნივთების მეცნიერული დამუშავება. უცნაურად მოხდა პომპეის აღმოჩენაც. უკვე XVI საუკუნეში ცნობილი იყო,რომ ცივიტას ბორცვის ქვეშ იმალება რომელიღაც ქალაქის ნანგრევები. 1594 წელს იტალიელ ინჟინერს დომენიკო ფონტანას დაავალეს მიწისქვეშა აქვედუკის აგება. იგი უცნობ ნანგრევებს წააწყდა,რომელიც როგორც შემდეგ დადგინდა პომპეის ეკუთვნოდა. ქალაქები ხელუხლებლადაა შემონახული, თითქოს მათთვის დროის მსვლელობა გაჩერდა. მსგავსი მაშტაბის აღმოჩენა კულტურის ისტორიას არ ახსოვს. სახლები, ქუჩები,ადამიანთა გვამები სწორედ იმ მდგომარეობაში იყო გაჩერებული,როგორც პირველ საუკუნეში, ასე განადგურდა ორი ქალაქი ვულკანის ვეზუვის გამოღვიძების შემდეგ და ბოლოს რამოდენიმე სურათი დამარხული ქალაქიდან…. 









კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 780 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0