მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » 3 გამოცანა
3:56 AM
3 გამოცანა
1.”საქართველო დღედაღამ იარაღით ხელში იდგა. მტერი ყოველი მხრიდან მოწოლილი იყო. ვთქვათ მკლავმა და გულმა შეზლო ეს გოლიათობა, საკვირველი ეს არის, რა ქონებამ გაუძლო ამისთანა ყოფასა, რა ჰკვებავდა ხალხსა, რა ქონებით უძღვებოდა ამოდენა ომებსა და სისხლისღვრასა. ეს ერთი მუჭა ხალხი თითქმის ქუდზედ კაცად უნდა მდაგარიყო იარაღით ხელში, რომ მტრისგან მტვრად არ აღგვილიყო და საზრდოობას ვინ აძლევდა და რა ძალა აძლევდა? აი, საგანი ღირსშესანიშნავი და მეტად საინტერესო გამოსაკვლევად”. დაასახელეთ ამ სტრიქონის ავტორი.

2.ამ ნაცისტი მაღალჩილოსნის მშობლები ღრმად მორწმუნე კათოლიკენი იყვნენ. ისინი თავიანთი შვილის სასულიერო კარიერაზე ოცნებობდნენ. მაგრამ თავად მან მეცნიერება ამჯობინა. 1917-დან 1921 წლამდე იგი 8 უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს. 1921 წელს კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა გერმანულ ლიტერატურაში. თუმცა ახალგამომცხვარი დოქტორი მალევე მიხვდა, რომ ინტელექტუალური შრომით საკუთარ მომავალს ვერ უზრუნველყოფდა. დაასახელეთ იგი.

3.რომის იმპერატორმა ადრიანემ (117-138 წლები ჩვენი წელთაღრიცხვით) ათენი მრავალი ახალი ნაგებობებით დაამშვენა და ქალაქის ახალსა და ძველ ნაწილს შორის აღმართა სვეტი, რომლის ერთ მხარეზე ეწერა: ”აქ არის ათენი, თეზევსის ძველი ქალაქი”. რა ეწერა სვეტის მეორე მხარეზე?
კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 694 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0