მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » ანეკდოტები
8:39 PM
ანეკდოტები
ტიპი გოგოსთან ერთად ქუჩაში მისეირნობს. ჩაუარეს რესტორანს. გოგო ამბობს:

– უჰ, რა გემრიელი სუნი გამოდის.

– მოგეწონა? წამო, კიდე ჩაუარო.

***

ორი ტიპი საუბრობს:

– შეიძლება თუ არა ფეხის მოტეხვა გამართლებად ჩაითვალოს და გაგიხარდეს?

– კი, შეიძლება.

– კარგი რა, ფეხის მოტეხვა როგორ უნდა გაგიხარდეს?

– ხო… თუ კიბეზე დაგორდი და ფეხი მოიტეხე, რა თქმა უნდა, ეს უიღბლობაა და არანაირად სასიხარულო არ არის. მაგრამ, თუ ავიაკატასტროფაში მოხვდები და მართო ფეხს მოტეხ, გაგიხარდება აბა რა იქნება?

***

ერთ ებრაელ გენერალს ჰკითხეს:

– შეგიძლიათ ტერორისტს აპატიოთ?

– ღმერთი აპატიებს. ჩვენი ამოცანაა მათი შეხვედრის დაჩქარება…

***

ორი სვანი ლაპარაკობს:

– ჩემი მეზობელი, მაიზერი, ვამპირი ყოფილა.

– საიდან დაადგინე?

– გულში ვერცხლის დანა ჩავარჭე და მოკვდა.

***

მოსამართლემ ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯა. ბრალდებული აღშფოთდა:

– როგორ 25 მე ხომ 86 წლის ვარ?!

მოსამართლემ დაამშვიდა:

– ჩვენ შეუძლებელს არვინ მოგთხოვთ, მოიხდით იმდენს რამდენსაც შეძლებთ.

***

კორესპონდენტი ქალი კინოვარსკვლავს ეკითხება?

– რამდენი ქმარი გყავდათ?

– ჩემი, თუ საერთოდ?

***

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:

– ჭექა-ქუხილის დროს, რატომ ვხედავთ ჯერ ელვას და მერე გვესმის ქუხილი?

– იმიტომ, რომ თვალები ყურებზე წინაა

***

ჩავიდნენ ტურისტები სვანეთში. გავიდნენ ბუნებაში. შემოეყარათ დათვი. შეშინდნენ და გამოიქცნენ. უკან მოსდევთ დათვი, თავს არ ანებებს.

იქვე მახლობლად ოთხი სვანი ბუნებაშია გასული. მწვადი უნდა შეწვან. ცეცხლი დაანთეს. იქვე მდელოზე სუფრა გაშალეს… და ამ დროს ზემოთ ნახსენებმა კამპანიამ ზედ ამათ სუფრაზე გადაირბინა. გადაირივნენ სვანები, ეს როგორ გვაკადრესო და დაედევნენ. დაიჭირეს. ოხრად ურტყეს, სანამ სუყველა არ გათიშეს არ მოეშვნენ.

უკან დაბრუნებისას ერთი სვანი ეუბნება მეორეს:

- ისე, ის, ქურქი რომ ეცვა, მაგრად გაგვიძალიანდა…

***

ავტობუსში შერბის მანიაკი და ყვირის.

– ეხლა ყველას გაგაუპატიურებთ!

– მოხუცები მაინც დაინდეთ. – სთხოვა ახალგაზდრა ქალმა.

ამ დროს ამ ქალს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:

– შვილო, ნუ გააღიზიანებ, რაკი თქვა ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო…

***

– გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია!

– ალბათ განიცდის, როგორ არის?

– ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა…

***

არაბულ სკოლაში მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:

– მუსტაფა, რამდენგვარი აქლემია ცნობილი?

– ერთ კუზიანი და ორ კუზიანი.

– არსებობენ თუ არა უკუზო აქლემები?

– შესაძლებელია… მაგრამ ეგ უკვე სიმახინჯედ ითვლება.

***

პაციენტი ეკითხება ექიმს:

– ექიმო, რა მომელის? ოპერაცია? ამპუტაცია?

– ახლა რომ გითხრათ და ყველაფერი მოგიყვეთ, მერე საინტერესო აღარ იქნება.

***

– არ იცი, ჩვენთან სამსახურში სკლეროზიანი არავინაა?

– რათ გინდა?

– ფული მინდა ვესესხო.

***

მუზეუმში ზედამხედველი ეუბნება მნახველს:

- ამ სავარძელში დაჯდომა არ შეიძლება, ეს ნაპოლეონისა.

- არა უშავს, რომ მოვა ავდგები.

***

პატარა ბიჭი მამამისთან ერთად უყურებს ფილმს ინდიელებზე:

– მამიკო, ინდიელები რატომ იხატავენ სახეს?

– შვილო, ისინი ასე ომისთვის ემზადებიან.

მეორე დილით ბავშვი შერბის მამასთან ოთახში:

– მამიკო, დედიკო ომისთვის ემზადება.

***

ორი ტიპი საუბრობს:

– უცხოპლანეტელი, რომ მოვკლა ჩამსვავენ?

– კი, საგიჟეში.

***

ზოოპარკში:

– დედიკო, გორილამ რა დაბღვერილმა გადმოგვხედა.

– შვილო, დაწყნარდი, ეს ჯერ სალაროა.

***

საქათმეში დედალმა კილოგრამიანი კვერცხი დადო. შეიყარა ქვეყანა, მოვიდნენ ტელევიზიები. კორესპონდენტი ეკითხება დედალს:

– როგორ მოახერხე ამხელა კვერცხის დადება?

– საიდუმლოა.

– მომავალში რა გეგმები გაქვს?

– ვაპირებ ორ კილოგრამიანი კვერცხის დადებას.

შორიახლო მამალი ბოლთას სცემს. ეტყობა ნერვიულობს. ბოლოს მამალსაც დაუძახეს ინტერვიუს ჩასაწერად, ეკითხებიან:

– როგორ მოახერხე, რომ შენმა დედალმა ამხელა კვერცხი დადო?

– საიდუმლოა.

– რას აპირებ მომავალში?

– სირაქლემას დედა უნდა ვუტირო…

***

წითელქუდა მიდის ბებიასთან. შეხვდება მგელი:

– გამარჯობა, დებილო!

– კარგი რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა… წითელი ფეხსაცმლები… ისე მართლა რა დებილივით მაცვია…
კატეგორია: სიცილი | ნანახია: 784 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0