მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19 » ანეკდოტების კრებული
12:32 PM
ანეკდოტების კრებული
ან ბრუნდება. ცოლი სამი თვის ჩვილით ხელში ხვდება.

– უი, ეს ჩვენი ბავშვია? – უხარია ქმარს.

– შენ რა, – ბრაზობს ცოლი, – ანგარიშის უცოდინრობისთვის იჯექი?!

* * *

ბირთვის კვრაში შეჯიბრებაზე ერთი სპორტსმენი მეორეს ეუბნება:

– დღეს მაგრა უნდა მოვინდომო.

– რატომ?

– ტრიბუნაზე ჩემი სიდედრი ზის.

– ჰოო, საშიშია, ამ სიშორიდან შეიძლება ააცილო.

* * *

ერთი ქუთაისელი მეორეს:

– რავა მიგჭყლეტია ცხვირი, შე ჩემა, ქალების აბანოში ხომ არ მუშაობ?!

* * *

– რატომ ზიხარ? – ეკითხება ერთი პატიმარი მეორეს.

– ცოლი შევისწარი სხვა კაცთან და ორივე ვჟეჟე.

– მერე მაგისთვის დაგიჭირეს?

– არა, სხვისი ცოლი ყოფილა თავის ქმართან და ბინა შემშლია.

* * *

ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა მივლინებიდან და ხედავს, რომ მისი ცოლი უცხო კაცთან ნებივრობს ლოგინში.

– აქ რას აკეთებთ?! – იყვირა ქმარმა.

– სულ ასე მჭრის თავს, – ეუბნება ცოლი საყვარელს, – მოიდებილებს ხანდახან თავს, ვითომ ვერ ხვდება.

* * *

– რა შეგიძლიათ? – ეკითხება ცირკის დირექტორი სამუშაოს მაძიებელს.

– მე, ბატონო, 40 კილო უმი ხორცის ჭამა შემიძლია მაყურებლის თვალწინ ერთ სეანსზე.

– შეუსვენებლივ?

– არა, ოცი კილოს შეჭმის შემდეგ უნდა შევისვენო.

– და შესვენების დროს ალბათ სიგარეტს მოსწევთ.

– არა, სასადილოში მივდივარ... ძნელია მშიერი მუშაობა.

* * *

ფსიქიატრის კაბინეტში პაციენტი ხოხვით შევიდა. ფსიქიატრი დაყვავებით მიმართავს:

– აბა, ვინ შემოცოცებულა ჩემს კაბინეტში, ხვლიკი?

– არა, – კბილებს აკაწკაწებს პაციენტი.

– გველი?

– არც ერთი, ექიმო, უბრალოდ, სიმაღლის შიში მაქვს.

* * *

გურულები რესტორანში:

– ოფიციანტ, მე შვეიცარიული ყველი შეგიკვეთეთ, აგი არაა შვეიცარიული!

– აბა რა ენაზე დაგელაპარაკა, გაფიცებ ყველაფერს?!

* * *

სვანი ექიმს მიუვარდა:

– თქვენ რომ ჩემს ცოლს წურბელები გამოუწერეთ, სამ–სამი ჭამა დღეში ორჯერ, მაგრამ არ უშველა!

* * *

პაწია კაციჭამია დედას ეუბნება, მშიაო.

– მეც მშია, მაგრამ მოითმინე ცოტა, იხარშება.

– დედა, მამაც ითმენს?

– აბა რა, ხომ გითხარი, იხარშება–მეთქი.

* * *

ცნობილი კინოვარსკვლავი ქალი და ცნობილი მწერალი ქალი ერთმანეთს ხვდებიან.

– შენი ბოლო მოთხრობა წავიკითხე, ვინ დაგიწერა? – ირონიით ეკითხება კინოვარსკვლავი მწერალს.

– ჯერ შენ მითხარი, ვინ წაგიკითხა?

* * *

– შენ ჭკვიან კაცად გიცნობენ და ხომ ვერ მეტყვი, უფოლოგია მეცნიერება უფროა თუ რელიგია?

– ბიზნესი.

* * *

ორი კახელი დაქალი ჭორაობს.

– ზოგი რა ბოროტია, გო, დაქალები რომ ვსაუბრობთ, ამაი ჭორაობას ეძახიან. თანაცა ამბობენ, რო მითამ სულ ტყუილებ ვიძახით.

– აბა, აბა, გო! გაიგე ჩვენი ჟუჟუნას ქმარი რო მამკვდარა?

– რას ამბობ, ისევა, გოო?

– ცოტა ჩუმად, ეგერ მოდის, არ გაიგონოს, ეწყინება.

* * *

ცნობილი ქურდი კვდება და შვილებს ეძახის:

– გელა!

– აქ ვარ, მამი.

– გოჩა!

– აქ ვარ, მამა.

– ვაჟა!

– აქ ვარ.

– კი მაგრამ, ციხეში რომელიღა ხართ, მე თქვენი!..

* * *

დაბოლილი ნარკომანი გამვლელს ეკითხება:

– აქ პარალელნი ქუჩა სად არის?

– აი, იქ.

– ვაა, იქ კი მითხრეს, რო აქაა!

* * *

გემი იძირება. ხის ნაფოტს ჩაბღაუჭებული კაცი ოქროს თევზს დაიჭერს.

– გამიშვი და ერთ სურვილს შეგისრულებ, – ეუბნება თევზი.

– მოტორიანი ნავი გამიჩინე.

– იქნება! – ამბობს თევზი.

კაცი ათავისუფლებს, თევზი მოტორიან ნავში ჯდება და მიდის.
კატეგორია: სიცილი | ნანახია: 728 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0