მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10 » ანეკდოტები
10:19 PM
ანეკდოტები
ბაზარში ძალიან მოხუცი ბებო ყიდულობს კარტოფილს. გამყიდველი ეკითხება:

– ბებია, რამდენი კილო მოგართვათ?

– ხუთი კილო, შვილო… მაგრამ მეშინა, მაგ სიმძიმის სახლამდე მიტანას ვერ შევძლებ.

– ბებო, შენ ნუ გეშინია, ისე აგიწონი, რომ შეძლებ.

***

ბილ გეითს ფინანსური პრობლემები აქვს. აღარ იცის ფული სად წაიღოს.

***

– ალო, ეს ცხოველთა დაცვის კომიტეტია?

– კი, რა იყო, ვინმემ გაწყენინა?

***

კაცმა ალაყაფის კარზე დააწერა: „ეზოში ავი ძაღლია". მეზობელმა ჰკითხა:

– ძაღლი მოიყვანე?

– არა, ცოლს დეპრესია აქვს.

***

ერთი ეკითხება მეორეს:

– აბა, როგორ ხასიათზე ხარ?

– არაადეკვატურზე.

– ეგ როგორ?

– როგორ და… ყველაფერი ცუდად მიდის… მე კი მაინც მხიარულად ვარ.

***

პატარა ბავშვი ეკითხება მამას:

– მამა ჩვენი კუ სიბერით მოკვდა?

– ჰო, შვილო, ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო მანქანას გადაასწრებდა.

***

პატარა ბაშვი ეუბნება დედას:

– დედიკო, მე ერთ დეიდას ფეხზე ფეხი დავაბიჯე და ბოდიში მოვუხადე. მან კი შოკოლადი მომცა.

– მადლობა ხომ უთხარი?

– არა, მეორე ფეხზეც დავაბიჯე…

***

პირველ კლასელი პირველად მიდის სკოლაში. გზად იმ საბავშვო ბაღს ჩაუარა სადაც სკოლამდე დადიოდა. ბავშვები თავისთის უზრუნველად თამაშობდნენ. გადახედა მათ ჩვენმა ახლად გამომცხვარმა მოსწავლემ და თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ეჰ, შემოგიერთდებოდით, მაგრამ განათლება და ასაკი არ მაძლევს საშუალებას.

***

გამხდარმა ნარკომანმა სტუდენტმა ქუჩაში კევს ფეხი დააბიჯა და ლექციაზე დააგვიანდა.

***

შვილი ეუბნება მამას:

– სიზმარში ვნახე, რომ 500 ლარი მომეცი.

– 500 ლარი?

– ხო, 500!

– მაშინ დამიბრუნე 300, შენ 200-ც გეყოფა.

***

ქალები დავობენ, ვისი ქმარი უფრო სწრაფია. ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა. ბოლოს ერთი ქალი ამბობს:

– თქვენ წარმოდგენა არა გაქვთ სისწრაფეზე. ჩემი ქმარი სამსახურს 6 საათზე ამთავრებს და 5-ზე უკვე სახლშია.

***

რას აკეთებენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები როდესაც მათ ექიმი ეუბნებათ, რომ ერთი კვირის სიცოცხლე დარჩათ.

ქართველი – ემშვიდობება თავის ახლობლებს.

ფრანგი – ემშვიდობება თავის საყვარლებს.

ამერიკელი – ყველა თავის ბიზნესს ხურავს.

რუსი – სვამს გამოუფხიზლებლად.

ებრაელი – მიდის სხვა ექიმთან.

***

– ექიმო, ამ თქვენს მიერ დამზადებულ წამლებს მოაქვს რაიმე სარგებელი?

– რა თქმა უბდა. ერთ შვილს უკვე ვუყიდე სახლი, ახლა ფულს მეორესთვის ვაგროვებ…

***

პატარა ბავშვი მადლობას უხდის ბიძას საჩუქრისთვის:

– მადლობა, ძია, ასეთი ძვირფასი საჩუქრისთვის.

– რა ძვირფასი, შვილო, 50 თეთრიანი სტვირი გაჩუქე.

– სამაგიეროდ მეზობლები ყოველ საღამოს 2 ლარს მაძლევენ იმისათვის, რომ ამ სტვირით არ ვუსტვინო.

***

ორი ტიპი საუბრობს:

– გუშინ, მთელი დღე, მეზობლის ბავშვს კედელში გავლას ვასწავლიდი.

– ის რა სულელია?

– ახლა უკვე სულიელია.

***

ერთ სკოლაში მივიდნენ შემოწმებაზე. უნდათ გაარკვიონ, რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპიუტერებს. შევიდნენ პირველ კლასში. ხედავენ დახურული ნოუთბუკები ფანჯრის რაფებზე ალაგია. გაუკვირდათ და ჰკითხეს მასწავლებელს:

– არ იყენებთ ამ კომპიუტერებს?

– როგორ არა, ვიყენებთ.

– შეგიძლიათ გაჩვენოთ ?

მასწავლებელმა მიმართა ერთ მოსწავლეს:

– ხვედელიძე, აიღე პირველი რაფიდან ერთი ნოუთბუკი და მერხზე დადე.

მოსწავლე ასეც მოიქცა. ამის მერე მასწავლებელმა კლასს მიმართა:

– აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს, ფანჯრის რაფაზე იდო ხუთი ნოუთბუკი, ერთი ნოუთბუკი გადმოვდეთ მერხზე. რამდენი დარჩა ფანჯრის რაფაზე?

***

ერთ სკოლაში მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს.

– ბავშვებო უყურეთ და დაიმახსოვრეთ, ეს ცერა თითია, ეს საჩვენებელი თითია, ეს შუა თითია, ეს არათითია, ეს კი ნეკა თითია.

ამის მერე სწრაფად ამოძრავებს თითებს:

– ვურევთ, ვურევთ, ვურევთ… აბა, ახლა ვინ მეტყვის რომელი სად არის?
კატეგორია: სიცილი | ნანახია: 685 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0