მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » გამოცანა
3:59 AM
გამოცანა
— ვინ მოიგო, ან რა ანარიშით? — შეეკითხა ნინო ფეხბურთიდან დაბრუნებულ გიორგის.
გიორგიომ პასუხის ნაცვლად უთხრა:
— ყური დამიგდე დაო და თუ ქალი ხარ შენ თვითონ გმაოიცანი. ვიშოვე ბილეთი, შევედი და ისეთ ადგილას დავჯექი, რომ თბილისის "დინამო” ჩემგან მარჯვენა მხარეს იყო, ზესტაფონის "ზესტაფონი” კი — მარცხენა მხარეს. თამაშის პირველი ნახევარი მარჯვენა მხარის სასარგებლოდ დამთავრა — 2:1, ხოლო თამაშის მეორე ნახევარი მარცხენა მხარის სასარგებლოდ — 2:0. აბა, გამოიცანი:

***



იაპონიაში არსებობს ასეთი დაუწერეილი კანონი: სტუდენტი გოგო ინსტიტუტში ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე ტანსაცმლით არ უნდა გამოცხადდეს. რატომ?
***
დაასრულეთ ჰემინგუეის სიტყვები: "ყველა ამბავი, თუ მას ბოლომდე მოვყვებით, მთავრდება…” რით?
***
აბულ-ფარიჯი წერს, რომ სიტყვა, სანამ ის ითქმება, ტუსაღია მისი, ვინც მას იტყვის. რა ხდება მას შემდეგ, რაც სიტყვა ითქმება?
***
იტალიური ანდაზა: "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად …” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.
***ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს რესპონდენტებს უსვამდნენ კითხვას, რომელშიც მე გამოვტოვე ერთი სიტყვა: "რომელმა … მიაყენეს განსაკუთრებული ზიანი რუს ერს და სსრკ-ს სხვა ერებს?" ყველაზე პოპულარული პასუხები იყო: ბერია (5.8%), ლენინი (2.5%), ტროცკი, ჰიტლერი, კაგანოვიჩი, სვერდლოვი და ჩუბაისი. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.
***
მეოცე საუკუნის ეს ქმნილება, რომლის სახელიც ვინი-პუჰს ძალიან მოეწონებოდა, უამრავი სახის არსებობს. ყველაზე ძვირფასი ეგზემპლიარი შექმნილია 18 კარატიანი ოქრითი და მორთულია ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით. ამის მქონე ადამიანს იასირ არაფატთან 200 მეტრზე ახლოს მიახლოება ეკრძალება. რაზეა საუბარი?
-***ერთი ხუმრობის თანახმად, ამ ცნობილი ტრაგედიის მთავარი მოქმედი პირები ებრაელები იყვნენ, კერძოდ: ბოცმანი, ლოცმანი, შტურმანი… დაასახელეთ კიდევ ერთი გმირი, რომელიც ასევე ებრაელი იყო. (მითითება: საუბარია ტიტანიკის ტრაგედიაზე)
.***
სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება, ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის ტუალეტებშიც და ლიფტშიც კი არის… რა?
***, კოკო შანელი ამბობდა: "20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა; 30 წლის შემდეგ — რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით". ხოლო რომელი სახე გაქვთ, შანელის აზრით, 50 წლის შემდეგ?

კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 843 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0