მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » ხელიხელჩაკიდებული, 1500 წლის განმავლობში
11:59 PM
ხელიხელჩაკიდებული, 1500 წლის განმავლობში
ისინი 1500 წლის წინ, ხელიხელჩაკიდებული, დაასაფლავეს. მათ თავები ერთიმეორისკენ ჰქონდათ მოქცეული, თითქოს ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. არქეოლოგებმა მათი ჩონჩხები ქალაქ მოდენაში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს. ისინი მეხუთე საუკუნეში, რომის იმპერიის დაცემის ხანაში, ცხოვრობდნენ. ბრინჯაოს ბეჭედი ქალის თითზე გვაფიქრებინებს, რომ ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ. მათი საფლავის ახლოს კიდევ 10 სამარხი იპოვნეს. მათ შორის სამი მამაკაცის, რომლებიც საშინლად იყვნენ დასახიჩრებულნი - ერთი მოზარდის თავის ქალა მის ფეხებშორის იყო მოთავსებული. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ცოლ-ქმარი დიდგვაროვანი ოჯახის წარმომადგენლები იყვნენ, დანარჩენები კი, მათი მონები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 701 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0