მთავარი » 2011 » ნოემბერი » 20 » ლექსები სიყვარულზე
0:47 AM
ლექსები სიყვარულზე
* * *

ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო:
ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა,
ალბათ...
ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.



* * *

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...


* * *

ლოცვით გავიკვლევ უშენობიტ ნაჩვევ ბილიკებს,
და მოვეფერები ვანუგეშებ მტირალ ტირიფებს,
როგორ განვიცდი შენ რომ უკვე სხვაზე იფიქრე,
მაგრამ არ ვფიქრობ რომ ჩემსავით სხვა ვერ მიგიღებს
მომენატრები და უშენოდ მე ბევრს ვიტირებ

მერე კი ლოცვით მოვიოხებ ამ დიდ ტკივილებს,
გახსოვს შენ მკითხე რა ატირებსო ნეტავ ტირიფებს?
მე რასაც მივხვდი ნუთუ მართლა შენც ის იფიქრე?
მართლა მიდიხარ? ძალიან გთხოვ გადაიფიქრე
ხომ კარგად იცი რომ ვერასდროს ვერ დაგივიწყებ???


* * *

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..


* * *

ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
ხელ გამოცვდილი და მთლად ეული,
გულგრილად მაინც არ ჩაუარო
არ შეიზიზღო მისი სხეული,
ეკლესიამდე ნაბიჯი რჩება,
სანთლის შეწირვა შენი ვალია,
რად გამირბისო ღმერთს ნუ უჩივი,
დაფიქრდი იქნებ შენი ბრალია !!



* * *

რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელ უხლებელი როგორც მზის სხივი,
მიუწდომელი როგორც ედემი.
და თუ არახარ ის ვისაც ვფიქრობ
მე დღეს არ ვნანობ დაე ვცდებოდე,
ავადმყოპ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობიტ
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა,
და სიყვარულის დღესასწაული!



* * *

"მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"


* * *

სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1075 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0