მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » მათთვის, ვისაც წერა უყვარს...
3:49 AM
მათთვის, ვისაც წერა უყვარს...
ამ სიახლეში თქვენ წაიკითხავთ იმ პრინციპებს, რომლებიც კარგი ნაშრომის დაწერაში დაგეხმარებათ.მე შვეცადე სახელმძღვანელოდან („აკადემიური წერა"ავტორები -ქ.გოჩიტაშვილი,გ.შაბაშვილი,ნ.შარაშენიძე) აღებული მასალა გამეშინაარსებინა და მარტივი ენით გადმომეცა მიკითხველისათვის.იმედია გაითვალისწინებთ და ჩემი რჩევა იქნება ბოლომდე წაიკითხოთ ,არაფერს დაკარგავთ...

დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორით :

1.თემის განსაზღვრა.

თემის შერჩევისას,უნდა გავითვალისწინოთ მიზანი და ამოცანები,რომლის გადაწყვეტასაც ვგეგმევთ.

თემას ვარჩევთ ან ჩვენი სურვილით,ან დაკვეთით. დაკვეთილი შეიძლება იყოს როგორც სამეცნიერო ან ოპიციალური ხასიათის ტექსტი,ასევე მხატვრული ნაშრომი.

2. სტრატეგიები .

როფრსაც ვწერთ რაიმე ტექსტს აუდუტორიისათვის,აუცილებელია გავითვალისწინოთ აუდიტორიის ასაკი,სოციალური სტატუსი,განათლების დონე,მათი მოლოდინი და განწყობა.

ასევე,რა არის ტექსტის შექმნის მიზანი?

*ინორმაციის მიწოდება.

*საკითხის დასმა.

*საკითხის ანალიზი.

*საკითხის ისტორიულ ასპექტებში გაანალიზება (ფაქტებზე დაყრდნობა)

*საზოგადოებრივი აზრის შექმნა.

*ავტორის(შენი) აზრის დაფიქსირება.

*პრობლების (საკითხის) გადაჭრა.

თემის დაწერისას არანაკლებ მნიშვნელოვანია საგნობრივი სფეროს ამორჩევა.

როცა ვირჩევთ თემას , საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები:

რა ვიცი ამ სფეროს შესახებ,რა მაინტერისებს,რა მასალა მაქვს ,რა მოსაზრება გამაჩნია,რა არ ვიცი და მოვიპოვებ თუ არა მას? ანალიზისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი პირადი აზრი და რამდენად ღირებულია თემა საზოგადოებისათვის.

4.ინფორმაციის შეკრება.

როგორ მოვიპოვო ინფორმაცია?

ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა:

*ზეპირი კონსულტაცია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთან.

*წიგნი ან წერილობითი წყარო.

*სამეცნიერო ლიტერატურა.

*ინტერნეტი ( ეს გზა ,ინფორმაციის მოპოვებისთვის ზედმეტად გავრცელებული,მარტივი და შესაბამისად არასასურველია,მე პირადად არ მივმარათავ)

5.მასალის დაჯგუფება და გაანალიზება.

(ეს პაქტორი, წერისათვის ,მეტად მნიშვნელოვანია და გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ.)

მოძიებულ მასალაში შეიძლება აღმოჩნდეს არაადეკვატური ,შეუსაბამო ინფორმაცია მასალისათვის.მაგალითად თუ მასალას ვამზადებ ზვიად გამსახურდიას ცხოვრების შესახებ, არ უნდა ვიმსჯელო კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებაზე, ან თუ ვწერ თამარ მეფის ბრძოლების შესახებ ,ვეფხისტყაოსანზე ლაპარაკი უკვე ზედმეტი იქნება.

რომ გავიგოთ თემისთვის რა არის მთავარი და არამთავარი ,უნდა დავაკვირდეთ ,რამდენად შეესაბამება მსჯელობა მიზანს.უნდა ჩამოვწეროთ იდეები ლიგიკური თანმიმდევრობით და დავაჯგუფოთ ზირითად და მეორეხარისხოვან საკითხებად.

თუმცა შეიძლება არამთავარი სკითხი მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.მაგალითად როცა ვწერ ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე, აუცილებლად უნდა შევეხო იმ გარემოს სადაც ის გაიზარდა,რადგან მის ნაწარმოებებზე დიდ გავლენას ახდენს გარემო და ეს ორი ფაქტორი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

და კიდევ ერთი მთავარი,ხშირად შემხვედრია სტატიები და ესსეები, სადაც ავტორი თავს გვახვევს საკუთარ აზრს. ან ზედმეტად ხშირად ახსენებს თავის პოზიციას...დამეთანხმებით ეს არ არის ლამაზი. ამ დროს ავტორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გვიჩნდება.ეს მკითხველს ღლის.ამიტომ, ჩვენი აზრი მხოლოდ ერთხელ დავაფიქსიროთ.

ბოლო და ყველაზე მთავარი კი არის თემის სათაური.რამაც უნდა მიიზიდოს მკითხველი,ინტერესი გაუჩინოს და აქცენთი გააკეთოს ნაშრომის იდეაზე.

აუცილებელია ! - სათაური იყოს ტექსტთან ბმული,მოქნილი,სხარტი და სტილის განმსაზრვრელი, ანუ არ შეიძლება მინიატურას(მხატვრულ ჩანახატს ავტ.) სამეცნიერო სახელი ვუწოდოთ.

დღეს ხშირია სკანდალური სათაურები,რაც არ არის სწორი, სათაური უნდა იყოს დამაინტრიგებელი, კითხვის ნიშნით,მაგრამ არა სკანდალური.ეს მკითხველს უარყოფითად განაწყობს ავტორისადმი.

ასევე, სათაური გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი ასაკის და სოციალური სტატუსის მკითხველისთვის, არ უნდა იყოს გამოყენებული უცხოური სიტყვა ,ჟარგონი და მეცნიერული ან პროფესიული ტერმინი.

სათაური არ უნდა იყოს ზოგადი და მშრალი,მაგალითად, როცა ვწერ რუსეთ-საქართველოს ომზე, არ უნდა დავარქვა თემას" რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა."

ან თუნდაც, ამ სიხლისთვის შესაბამისი,მაგრამ არაეფექტური სათაური იქნებოდა „წერითი ნაშრომის განმსაზღვრელი ფაქტორები", ამას ბევრად სჯობს სათაური -„ როგორ დავწეროთ კარგი თემა" ამ რაიმე მსგავსი.

სულ ეს იყო, იმედი მაქვს წაიკითხეთ და გაითვალისწინებთ.სავალდებულო არ არის ამ წესებს მისდიოთ, მაგრამ ესსეს წერისას კი გამოგადგებათ.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 1171 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0