მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » მონასტრები და ბერმონაზვნობა
3:31 AM
მონასტრები და ბერმონაზვნობა
ბერმონაზვნური და სამონასტრო ცხოვრება მართლმადიდებლობის მუდმივი თანამდევია. მისი ტრადიციულობა და ერთგულება ადრექრისტიანული ხანისადმი ამაშიც გამოიხატება.
ბერმონაზვნობის განსაკუთრებით განდეგილური სახე გამოწვეული იყო მრავალწილად იმ გარემოებით, რომელიც შეიქნა ეკლესიაში ქრისტიანობის ლეგალიზაციისა და მისთვის პრივილეგიების მინიჭების შემდეგ და, საზოგადოდ, მისი ტრიუმფის პირობებში. ჭეშმარიტ რწმენასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივებით ერობა მოაწყდა ეკლესიას და სეკულარიზაციის საფრთხე შეუქმნა მას. აზრიც გავრცელდა, რომ წუთისოფელში ხსნა შეუძლებელი იყო და მორწმუნე უნდა გასცლოდა ამ სოფელს. გაჩნდა ამ წუთისოფლის ცოდვილობის გამძაფრებული განცდა.
ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, გაუჩნდა მოთხოვნილება, მიეძღვნა მთელი თავისი ცხოვრება ასკეტური და მჭვრეტელობითი მოღვაწეობისთვის განდგომილებასა და მარტომყოფობაში. ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლს, ქალაქს, მშობლებს, ნათესავ–მეგობრებს და უკაცრიელ ადგილებში, უდაბნოებში, გადახვეწილნი მთელ ცხოვრებას თავიანთი სულისა და ყველა ადამიანის სახსნელად ლოცვა-ვედრებაში ატარებენ. ბერმონაზვნობა რამდენიმე ტიპისაა. არიან განდეგილნი და მარტომყოფნი, დაყუდებულნი; არიან საზოგადოებებად გაერთიანებულნი, რომლებიც ემორჩილებიან სამონასტრო ცხოვრების კანონს. ასკეტიზმი აქ ნაკლებია, სამაგიეროდ, ისინი ეწევიან როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ-შემოქმედებით შრომას (ხელნაწერთა გადაწერა, ხატწერა და სხვ.), ასევე ქველმოქმედებას. დროთა ვითარებაში მონასტრები კულტურულ ცენტრებად გადაიქცა.
ადრეულ ხანაში განდეგილობა და მონასტრები ეკლესიისგან დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ თანდათან ეკლესიამ კონტროლი დაამყარა მონასტრებზე, შეუქმნა რა მათ წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა ეცხოვრათ და ემოღვაწათ. წუთისოფლისგან განდგომილ ბერებს უშუალო კავშირი არა აქვთ საეკლესიო იერარქიასთან, ისინი არ ეკუთვნიან სამღვდელოებას, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნებიან ნაკურთხნი მღვდლებად, რათა შეძლონ ღვთისმსახურების აღსრულება. მაგრამ მათი სტატუსი არ იცვლება: ისინი რჩებიან ე. წ. შავ სამღვდელოებად, განსხვავებით თეთრი სამღვდელოებისა, რომელიც ერში (სოფელში) მოღვაწეობს და საეროებს ემსახურება

წყარო:oxun.ge
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 628 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0