მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 20 » მსოფლიო ხელოვნება : გრაფიტი
7:03 PM
მსოფლიო ხელოვნება : გრაფიტი
ჩუმი ქუჩა , სუფთა კედელი , საღებავების ქილა და ახალგაზრდა ადამიანი რომელიც გრაფიტის დასახატავად ემზადება … სიტყვა Graffiti (ბერძ. Graphein) ნიშნავს ნახატს კედელზე . ადამიანები უკვე ათასობით წელია ხატავენ გრაფიტის . დღეს-დღეობით გრაფიტი განვითარდა და გახდა ხელოვნების ჭეშმარიტი ფორმა .



ბევრი უძველესი გრაფიტის მაგალითები შემორჩენილია უძველეს ქალაქ პომპეიში , დასავლეთ იტალიაში , რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა . მტვერმა ცოცხლად დამარხა ადამიანები და შემოინახა კედლები რომლებზეც ამოკაწრული იყო გრაფიტის უძველესი მაგალითები . რამდენიმე მათგანი გამოხატავს სიყვარულს , როცა სხვები შეურაწყოფას აყენებენ მაღაზიების მეპატრონეებს რომელიც ხალხს ატყუებდნენ . ამ 2 მაგალითს , პოლიტიკურ განცხადებებს და კედელზე ამოფხაჭნილ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო : ყველა გრაფიტი იყო ამოფხაჭნილი კედელზე კედლის მეპატრონის ნებართვის გარეშე … პომპეიში აღმოჩენილი გრაფიტი გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ პომპეის მცხოვრლებლების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათ ინტერესებს .




მაშინ როდესაც ადამიანები ხატავდნენ გრაფიტის , 1960-იან წლებში გამოჩნდა ახალი სახის გრაფიტი ამერიკის ქალაქების კედლებზე . ხალხი ამ გრაფიტის "ბანდურ გრაფიტის” ეძახდა . ტერორისტული ჯგუფები ხატავდნენ კედლებზე გრაფიტის რომელიც ძალიან ადვილი დასახატი იყო და სხვა ჯგუფებს თავის საზღვრებს უჩვენებდა და აფრთხილებდა რომ აქ არ გადმოსულიყვნენ .



1970-იან წლებში ხალხმა დაიწყო კედლებზე თავიანთი სახელების დაწერა . მათი მიზანი იყო რომ პოპულარულები გამხდარიყვნენ . ბევრი ადამიანი ჩაერთო ამაში , თავიანთი გრაფიტების სხვებისგან განსხვავების მიზნით მათ დაიწყეს უფრო დიდი ზომის ნახატების დახატვა და გამუქება . ამითი შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სტილების განვითარება .

გრაფიტის არტისტებმა დაიწყეს მათი შეუდარებელი სტილების სურათებთან შეხამება , რათა შეევსოთ მთლიანი კედელი . ხალხმა დაიწყო გრაფიტის ხატვა მეტროს ვაგონებზე . 1970-1980 წლებში ნიუ-იორკის მეტროს ვაგონები მოძრავი მუზეუმი გახდა . გრაფიტი არის საღებავების ხელოვნება , სხვადასხვა მხატვრები იყენებენ მარკერებს .



რა თქმა უნდა ბევრ ადამიანს არ მოსწონდა ნახატები კედლებზე . ხალხი ამტკიცებდა რომ გრაფიტი იყო ვანდალიზმი . მათი აზრით გრაფიტის დახატვა ვინმეს ნებართვის გარეშე არ არის თავისუფლება .



1980-იან წლებში ბევრ ქალაქში დაიწყო გამოსვლები გრაფიტის წინააღმდეგ . მაგალითად , ნიუ-იორკში დაიწყო კამპანია მეტროს ვაგონებზე გრაფიტის წინააღმდეგ . მთავრობამ გამოყო ხალხი რომელიც მეტროს ვაგონებზე ნახატებს გადაღებავდა . ლოს-ანჯელესის მერიამ იყიდა რამდენიმე მანქანა , რომელშიც ჰქონდათ საღებავები და სადაც კი წააწყდებოდნენ გრაფიტის კედელზე , მაშინვე გადაღებავდნენ . ამ კამპანიის მიზანი იყო რომ გრაფიტის მხატვრებისთვის დაეკარგათ სურვილი ახალი ნახატის დახატვის რადგან ყველა ნახატი დახატვიდან 24 საათში ქრებოდა .



რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? გრაფიტის აღსასრულს ? რამდენიმე ქვეყანაში მაგალითად – იაპონიაში , ინგლისში და შეერთებულ შტატებში გრაფიტის მხატვრებს სპეციალურად გამოუყვეს ცალკე კედლები . ავსტრალიაში რამდენიმე კომპანია ატარებს შეჯიბრებას გრაფიტიში . მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაც არ დაეკარგებათ სურვილი სხვის კედლებზე თავისი ნიშნის დატოვების …
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 705 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0