მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » New Year
4:17 PM
New Year
ახალი წელი



თქვენსკენ მოვეშურები,

აბა, ჰერი, მარხილო!

მოვალ წელი ახალი

საამო და სალხინო.



თეთრზე თეთრი ფიფქები

მომყვებიან მტრედებად,

სიუხვე და ბარაქა

სახლში დაგებედებათ.



ახლა წლამდე ცოტა დარჩა,

მოადგება აგერ, მთებს.

მუხის ძირას ციყვი ციკო

თოვლის პაპას აკეთებს.



მოაგროვა სამი გუნდა,

არ დასჭირდა წვალება.

ორ ცალ კერკეტ კაკალს უდებს

თოვლის პაპას თვალებად.



ტანზე კოხტად ჩაურიგა

ყავისფერი ღილები.

განა მართლა ღილებია –

გაკროლილი თხილები.



სტაფილო აქვს ცხვირის ნაცვლად –

ციკო მართლა არ ხუმრობს.

მხოლოდ ქუდი ვერ იშოვა,

თავზე რომ დაახუროს.



ფუღუროსკენ გაეშურა,

იქნებ, რამე მოძებნოს…

თოვლის პაპა მარტო დარჩა

და თავისთვის ოცნებობს:



"მალე ქუდსაც დავიხურავ,

ხელში ჯოხსაც დავიჭერ.

სულ პირველი მე გავიგებ

ახალი წლის ნაბიჯებს!..”



უცებ, მართლა ნაბიჯების

ხმა მოისმა შორიდან.

გაუკვირდა თოვლის პაპას –

ნუთუ, უკვე მოვიდა?



მაგრამ, არა, ახალი წლის

ნაბიჯები როდია,

ეს კურდღელი ამბაკო და

თაგვი თენგო მოდიან.



დაინახეს თოვლის პაპა…

რა გგონიათ, რა მოხდა?

ცოტა ხანში, როცა ციკო

ხიდან დაბლა ჩამოხტა,



იქ რაც დახვდა, დამშვიდებით

აბა, როგორ უცქიროს –

თოვლის პაპა უღილებოდ,

უთვალებოდ, უცხვიროდ!







სხვა ლექსი



მე კი ვთხოვ თოვლის ბაბუას

თქვენ აგისრულოთ სურვილი

ზოგს შოკოლად ზოგს ბინა

ზოგიც კი სახლში გაუშვი

ზოგსაც მილიონს მისცემდი

გულს ნუ დაგვცკვიტა ნურავის

მე კიდევ ერთს გთხოვ ბაბუა

მტრები გაჟუჟე ქართველი
კატეგორია: პოეზია | ნანახია: 678 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0