მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » პოპულარული ქართული ხუმრობები
6:55 PM
პოპულარული ქართული ხუმრობები
"რამხელა ხარ… ბავშვობაში წყალს გისხამდნენ/სასუქს გიყრიდნენ?” - ადამიანის ორგანიზმში ზრდის ჰორმონების მოჭარბების აგრარულ-ბოტანიკური განმარტება;

"რამდენს ლაპარაკობ, ბაქო-ჯეიჰანზე ხარ შეერთებული?” - გულწრფელი გაკვირვება თქვენი ენის უწყვეტი მოძრაობისა და ფარული შური თქვენივე სატელეფონო ანგარიშის უსაზღვრობის გამო;


"შემოვდგი ფეხი, დაგეცეთ მეხი” – "გული-სული", "სიყვარული-სიხარული” და "ბალახი-ტალახი"-ს რითმის შემქმნელების მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც მეკვლის პაროდირებისას გამოიყენება.


"ნუ გეშინია… მეც მეშინია” - ხუმრობა, რომელიც ერთი სიტყვით შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც "პანიკა”;

"რა იყო ბალიში აგიფეთქდა?” - ყალყზე მდგარი და ეგზომ აბურდული თმის პატრონის მიმართ დედუქციური ნიჭის გამომჟღავნების სურვილი;

"რატომ თავი არ დაგრჩა?” - შეკითხვა, რომელსაც ერთადერთი გამართლება მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუკი მას უთავო მხედრის მისამართის გამოიყენებდნენ;

"შენ თვალში ხომ არ გეპატარავები?” – ფრაზა, როდესაც ადამიანს საკუთარ ზომებში ეჭვი ეპარება და მოწინააღმდეგისაგან მისი ვარაუდის დადასტურებას, ან, უარყოფას მოითხოვს;

"თვალში რაზვალი ხომ არ გაქვს?” – ფრაზა, რომლის მიხედვითაც თქვენი მხედველობა, სხვათა აზრით, ოკულისტის ჩარევას საჭიროებს;

"ისე შემეშინდა, გული ნასკებში გამეპარა” – ხუმრობა, რომელიც გარეგანი ფაქტორებით გამოწვეულ, სხეულში მიმდინარე უხილავ პროცესებს მეტაფორულად ასახავს.

"კუჭი მაგინებს” (შიმშილის გამოხატვა ორგანოთა ბილწსიტყვაობაზე დაყრდნობით);

"შენი ბიჭი აგერ მიზის” – ამ შემთხვევაში, ხუმრობის მთელი არსი გამოხატულია ხელების მოძრაობითა და ამ მოძრაობის ქვედა ეშელონებისაკენ მიმართვით

"რას დამდგახარ, ბუასილი გჭირს?” – ფრაზა, რომელიც სკამისა და პიროვნების ურთიერთუნდობლის ერთ-ერთ მიზეზზე მიუთითებს;

"აბა თქვი "რვა”… - ვიქნები რა თქვენი მახსოვრობის იმედად, ამ ორგანოზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ;

"ჯერ არ გვეძინება” (ფეხზე გახდისას) – უსიამოვნო მოლოდინი, რომელიც ფეხზე და მის ყნოსვით აღსაქმელ კომპონენტზე არსებული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს.

"გაიწიე, გამჭვირვალე ხარ?” – მითითება ტელევიზორსა და თქვენ შორის ჩამდგარი პირისადმი იმაზე, რომ მისი სხეულის ატომები ერთმანეთთან მეტისმეტად მჭიდროდ არიან დაკავშირებული. (შემცვლელი ფრაზა: "მამაშენი მეშუშეა?”, რაც "წეროსა და ბავშვების მითს” კიდევ ერთხელ უპირისპირდება);


"შენ ოპერასთან არ გაიარო, თორემ უეჭველად შეგათრევენ” – ნამუსზე ასაგდები ფრაზა პირისა, რომელსაც ჰგონია, რომ ხორხებიდან დიდებული ხმა ამოსდის;


"სპილომ/დათვმა/დინოზავრმა (და ყოველივე მძიმე ტორის მქონე არსებამ) დაგაბიჯა ყურზე?” - "გეგმა B” იმ შემთხვევისათვის, თუკი ზემოთხსენებული ფრაზა ნამუსის მანიპულირებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდება.


"ისეთი ძუნწია, ზამთარში თოვლს არ მოგცემს” – მეტაფორული შედარება, რომელიც მთლიანად თოვლიან რეალობასაა მორგებული და მაგალითად აფრიკაში, მხოლოდ დაბნეულობას გამოიწვევს.


"შენი შვილი ტყეში დარბის” – მითითება იმაზე, რომ მოსაუბრეს აღმზრდელობითი ფორმის "შვილო”-ს ნაცვლად სახელით უნდა მიმართო;


"შენ უეჭველად ღადოს კურსებზე დადიოდი” – მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცის იუმორის გრძნობა საყოველთაოდ საგრძნობი არ არის. ექვივალენტურია ფრაზისა: "სად გავიცინოთ?”


"სახლში იციან აქ რომ ხარ?” – თანაგრძნობითი მიმართვა პირისადმი, რომელმაც რაღაც სისულელე თქვა, ან, ჩაიდინა და ამას მის გარდა ყველა მიხვდა;


"დაგშლი მარტივ მამრავლებად” – წმინდა მათემატიკური მუქარა, სადაც მოძალადე აგრესიასთან ერთად ალგებრის სიღრმისეულ ცოდნასაც ამჟღავნებს;


"რას მირტყავ, შენი გაზრდილი ვარ?” – პროტესტი იმაზე, რომ მოძალადეს საცემ ობიექტზე ამგვარი ქმედების განხორციელების არანაირი აღმზრდელობითი უფლება არ გააჩნია;


"დაგარტყამ და გაგაფრენ ამერიკაში” – იმდროინდელი მუქარა, როდესაც ამერიკა მიუწვდომელ კონტინენტად და ოცნების ქვეყნად მიგვაჩნდა. ეს სიშორე კი ჩვენს წარმოდგენას ჩვენივე ძალებზე კიდევ უფრო აზვიადებდა;


"სანამ შენ მაგას იზამ, ვირი ქოშებით ხეზე ავა” – ფრაზა, რომელიც ადრესატის სიზანტეზე მიუთითებს და ამ თვისების გასამძაფრებლად საქმეში "ქოშებსაც” კი რთავს.

"რა გჭირს, მოისვენე, შვიდთვიანი ხარ?” – ფრაზა, რომლითაც შვიდთვიანების დისკრიმინაციას ახდენენ და მათ ღრმა ბავშვობაში გამოვლენილ თვითუნებურ სისწრაფეს არ პატიობენ.


"თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში” - აღნიშნული ხუმრობა მხოლოდ მაშინ იძენს აზრს, როდესაც ის მასპინძლის მიმართ გამოიყენება და თან თავშეუკავებელი ხორხოცი მოსდევს;


"ხელები მაღლა, ტრუსიკი დაბლა” – პორნოგრაფი ტერორისტის მიერ დამკვიდრებული ხუმრობა, რომელიც ადამიანებს სწრაფი სტრიპტიზისაკენ მოუწოდებს
კატეგორია: სიცილი | ნანახია: 756 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0