მთავარი » 2012 » თებრვალი » 3 » ტერენტი გრანელი ლექსები
1:06 PM
ტერენტი გრანელი ლექსები
"ეჭვიანობა ვნებაზე"


დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,



წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,



მაგრამ რა ვუყო?!



მე შენს გამო სამყარო მინდა..



გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,



ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,



ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს



და მაინც მოვალ, კარს შემოვაღებ...



არა აქვს აზრი ასაკს და წონას



არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,



მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,



თითქოს, მუმიად გადავიქეცი,



ამ პირამიდან კი დამიმონა,



ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე.



თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად



წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.



ორი ისარი მწვანე და მწვანე



გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე.



რომანი წრეში, სახელად რომბი...



ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე.



შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას,



მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,



დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,



მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას.



მომნატრებია ხმაური სეტყვის,



შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი...



პარასკევს ღამით მე დავიბადე,



პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა.



ღრუბლად მედება შეშლილი სახე,



მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს.



ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი



მივექანებით ვნებათა ძაბრში,



ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,



ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში.



პარასკევს ღამით აივსო მთვარე,



ვნებით ათლილი კბილები ყელში,



სისხლის ალერსი საამოდ მწარე,



თვალის სინათლე დავკარგე ბნელში



გარდაცვალება


სადღაც სდუმს მთები,

სადღაც ნისლია,

ვერ გადურჩები სულის წვალებას,

მე რომ გაფრენა არ შემიძლია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.



სადღაც სდუმს დილა,

სადღაც ძილია,

გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.

ჩემი სხეული რომ დაღლილია,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,

და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.

რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,

ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას



კატეგორია: პოეზია | ნანახია: 1092 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებრვალი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0