მთავარი » 2012 » თებრვალი » 3 » ვულპიტის მწვანე ბავშვების ისტორია
1:08 PM
ვულპიტის მწვანე ბავშვების ისტორია
ინგლისის ერთ-ერთ სოფელს, სახელად ვულპიტს, საინტერესო და უცნაური ისტორია უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მეფე სტეფანის (1135-1154) მეფობის დროს, XII საუკუნის ერთ ზაფხულს აქ ორი უცნაური ბავშვი – და და ძმა – იპოვეს. მუშები მინდორში მოსავალს იღებდნენ, როცა შემზარავი კივილი გაიგეს. ისინი ხმას მიყვნენ და მგლების დასაჭერად გაკეთებულ ორმოში ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი, აღმოაჩინეს. აღნაგობა მათ ჩვეულებრივი ადამიანისა ჰქონდათ, თუმცა ორივენი უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ტანსაცმელი ისეთი მასალის იყო, რაც მანამდე არავის ენახა და რაც ყველაზე მთავარია, ორივეს კანი მწვანე ფერის იყო.



ბავშვები ადგილობრივმა გლეხმა, რიჩარდ დე კალნიმ, შეიფარა. ბავშვები ყველანაირი საკვებისა თუ სასმლის მიღებაზე უარს ამბობდნენ, სანამ ვიღაცამ შემთხვევით ლობიოს მწვანე ღერები არ მოიტანა. ისინი მაშინვე ეცნენ და გახლიჩეს, მაგრამ მარცვლები რომ ვერ იპოვეს, ატირდნენ. მაშინ ჯამით მოუტანეს ლობიოს უმი მწვანე მარცვლები. ბავშვებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე შეჭამეს. თვეების განმავლობაში მხოლოდ ლობიოს ჭამდნენ, შემდგომში კი ჩვეულებრივ საჭმელსაც შეეგუვნენ და კანი ჩვეულებრივი გაუხდათ.

მალევე მას შემდეგ რაც ბავშვები მონათლეს, ბიჭი ავად გახდა და მოკვდა. გოგონა კი, რომელიც ძმაზე უფროსი იყო, პირიქით, გაიზარდა და ცხოვრებას ფეხი აუწყო. თანდათან შეეჩვია სხვებივით ცხოვრებას და ძველი ჩვევები დაივიწყა. ინგლისური ენაც ისწავლა და ერთხელ გაჭირვებით თავისი ამბავი მოყვა:

– ის და მისი ძმა სხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ, რომელსაც "წმინდა მარტინის მიწა” ერქვა და მიწისქვეშ მდებარეობდა. იქ მზე არ არსებობდა და ყველანი მუდმივ სიბნელეში ცხოვრობდნენ. ყველას მწვანე კანი ჰქონდა. ერთხელ მან და მისმა ძმამ ზარების ხმა გაიგონეს და მიყვნენ ამ ხმას. დიდხანს რომ იარეს, ორმო დაინახეს, საიდანაც სინათლე ამოდიოდა. ჩავიდნენ ორმოში და მგლის მახეში ამოყვეს თავი.

ამ ნაამბობმა მათი ამბავი კიდევ უფრო გაამძაფრა და იდუმალებით მოსილი გახადა. გოგონამ დიდხანს იცოცხლა, ადგილობრივ გლეხზეც გათხოვდა, მაგრამ თავისი ამბავი მეტჯერ აღარ მოუყოლია.

ბევრი თეორია არსებობს მწვანე ბავშვებზე: რომ ისინი ელფები იყვნენ, სხვა პლანეტის მოსახლეები, პარალელური განზომილებიდან მოსულები, მიწისქვეშეთის მაცხოვრებლები, თუმცა სარწმუნო ახსნა მაინც ვერ მოუძებნეს. დღესდღეობით ორი ძირითადი ვერსიაა გავრცელებული: პირველის თანახმად, ეს უბრალოდ გლეხების მოგონილი მითია, მეორე ვერსიით კი ნამდვილი ამბავია და შეიძლება ეს ბავშვები პატარაობიდან ყოფილიყვნენ ვინმეს მიერ გატაცებულნი. 1977 წელს სოფელ ვულპიტის შესასვლელში მწვანე ბავშვების პატივსაცემად მათი გამოსახულება გააკეთეს:

კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 676 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  თებრვალი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 14
სტუმარი: 14
მომხმარებელი: 0