მთავარი » საინტერესოა
მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა
საინტერესოა , 2011-12-16 ნანახია: 726 /კომენტარი: 0


მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა.

ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს.




ავტორი: @maisa@
პირველი ქვევრი?
საინტერესოა , 2011-12-16 ნანახია: 957 /კომენტარი: 0


ოსაზრება ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნ საღვინე ჭურჭელზე

დღესდღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური აღმოჩენის – თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის შესახებ. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანია. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა, მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი




ავტორი: PamPiKa
ცოცხლად დამარხული ქალაქები
საინტერესოა , 2011-12-15 ნანახია: 787 /კომენტარი: 0


ამ პოსტში მინდა ორ უძველეს ქალაქზე, პომპეის და ჰერკულანუმის შესახებ მოგიყვეთ. ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს დიდი უბედურება დატრიალდა…. დღე ჩვეულებრივ დაიწყო, პომპეის და ჰერკულანუმის მცხოვრებლები ჩვეულ საქმიანობას მისდევდნენ, როდესაც ცაზე გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, ეს ყველაფერი დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა. წამოვიდა ფერფლის ნიაღვრები, ცაზე რამოდენიმე წუთში ჩამობნელდა, ფერფლმა მოიცვა მთელი ქალაქი, მოსახლეობა პანიკაში ჩავარდა, ციდან 6 კილოგრამიანი ქვები ცვიოდა…. ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოძრაობა შეუძლებელი გახდა, რამოდენიმე წამში მთელ ქალაქი კვამლმა შთანთქა… მოსახლეობის უმეტესობამ თავი სახლის სარდაფებს შეაფარა და სწორედ ამან გამოიწვია უმეტესი მათგანის დაღუპვა, მათმა დაუდევრობამ 2000 პომპეელის სიცოცხლე შეიწირა, ვულკანური წვიმა 2 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, პომპეი ფერფლის 15 მეტრიანმა ფენამ დაფარა. აქ იყო პომპეის აღსასრული….მას შემდეგ პომპეის თავზე მზე არავის უნახავს…. სულ სხვანაირად მიმდინარეობდა კატასტროფა ჰერკულანუმში. იგი ვეზუვის ფერდობზე გაჩენილი ნაპრალებიდან წამოსულმა სქელმა,წებოვანმა ტალახმა დაფარა,რომელიც შექმნა ზღვის წყალმა,ფერფლმა და პატარა ქვებმა.




ავტორი: PamPiKa
სიცოცხლის ზონა პლანეტების სამყაროში
საინტერესოა , 2011-12-15 ნანახია: 993 /კომენტარი: 0


გაგრძელებაში იხილეთ ციურ სხეულებს და მათ მოძრაობას აკვირდებოდნენ ანტიკურ ცივილიზაციებში და გროვდებოდა მონაცემები ციურ სხეულთა მოძრაობის შესახებ.

ციური სხეულების მოძრაობის მეცნიერული კვლევა-დაკვირვებების ახსნა დაიწყეს ძველმა ბერძნებმა. ძველ საბერძეთში ჩამოყალიბდა სამყაროს აგებულების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, პითაგორელები თვლიდნენ, რომ სამყაროს ცენტრში მოთავსებულია ღვთიური ცეცხლი, რომლის გარშემო ბრუნავენ ციური სხეულები – დედამიწა და კონტრდედამიწა, მთვარე, მზე და ხუთი პლანეტა. კონტრდედამიწის ცნების შემოტანა პითაგორელებს დასჭირდათ იმიტომ, რომ ციურ სხეულთა რაოდენობა ათი ყოფილიყო. პითაგორელთა წარმოდგენით, ათი განსაკუთრებული (უნივერსალური) რიცხვი იყოგურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები "სამოსელი პირველი




ავტორი: PamPiKa
SALE – უდიდესი ტყუილი, რომლისაც გვჯერა
საინტერესოა , 2011-12-14 ნანახია: 786 /კომენტარი: 0


ჩვენ ვცხოვრობთ აქტიურად განვითარებათ სახელმწიფოში – იგება გზები, შენდება ახალი სკოლები, ლამაზდება ქუჩები, სკვერები, ისტორიული ძეგლები. და საერთოდ, მთლიანად დედაქალაქი აქტიური ნაბიჯებით უახლოვდება მისაბაძ ევროპულ პარტნიორებს.
მაგრამ პროგრესი ბევრ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც სახელმწიფოს ასევე, საშუალო ფენის მხრიდანაც.
დასამალი არაა, რომ საქართველოში ფასების ზრდის ტენდენციაა, მაშინ როდესაც საშუალო მოქალაქის ხელფასი 300-დან 400 ლარამდე მერყეობს, თუნდაც ტანსაცმელზე ფასები საშუალოზე დიდია. თუმცა ქალაქის ქუჩებში ხშირად შევხვდებით მაღაზიებზე წარწერას SALE. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კონკრეტული მაღაზია მყიდველს განსაკუთრებულ ფასდაკლებას სთავაზობს. 20%, 35%, ზოგჯერ კი 60%-ნსაც კი. თბილისელების უმრავლესობა, დიდი მოთმინებით ელის მაღაზიის კარებზე ამ აბრის დაკიდვას. თუმცა, სინამდვილეში, რა იმალება იმ საოცნებო სიტყვა SALE-ს უკან ბევრი ვერ ხვდება.




ავტორი: @maisa@
საინტერესო ფაქტები
საინტერესოა , 2011-12-13 ნანახია: 665 /კომენტარი: 0






ავტორი: @maisa@
10 ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი
საინტერესოა , 2011-12-06 ნანახია: 854 /კომენტარი: 0


წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალბიუჯეტიან ფილმს და მათ მოგებებს ეგრეთ წოდებულ "Box Office”-ებს




ავტორი: PamPiKa
50 არგუმენტი რატომ არის მავნებელი მოწევა
საინტერესოა , 2011-12-06 ნანახია: 941 /კომენტარი: 0


გთავაზობთ 50 არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი. სკეპტიკოსმა მწეველებმა დაასახელეთ თუნდაც ერთი საპირისპირო არგუმენტი, რომელიც გაამართლებს სიგარეტის მოწევას. თუ ასეთ არგუმენტს ვერ დაგვიპირისპირებთ, დაუფიქრდით ჩვენს კითხვას – რატომ ეწევით?




ავტორი: PamPiKa
« 1 2 3 4 5 ... 9 10 »
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2024  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0