მთავარი » საინტერესოა
ვულპიტის მწვანე ბავშვების ისტორია
საინტერესოა , 2012-02-03 ნანახია: 675 /კომენტარი: 0


ინგლისის ერთ-ერთ სოფელს, სახელად ვულპიტს, საინტერესო და უცნაური ისტორია უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მეფე სტეფანის (1135-1154) მეფობის დროს, XII საუკუნის ერთ ზაფხულს აქ ორი უცნაური ბავშვი – და და ძმა – იპოვეს. მუშები მინდორში მოსავალს იღებდნენ, როცა შემზარავი კივილი გაიგეს. ისინი ხმას მიყვნენ და მგლების დასაჭერად გაკეთებულ ორმოში ორი ბავშვი, გოგო და ბიჭი, აღმოაჩინეს. აღნაგობა მათ ჩვეულებრივი ადამიანისა ჰქონდათ, თუმცა ორივენი უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. ტანსაცმელი ისეთი მასალის იყო, რაც მანამდე არავის ენახა და რაც ყველაზე მთავარია, ორივეს კანი მწვანე ფერის იყო.




ავტორი: PamPiKa
5 გზა: როგორ შევაჩეროთ შიმშილი
საინტერესოა , 2012-01-28 ნანახია: 746 /კომენტარი: 0


როცა დიეტოლოგებს ეკითხებიან, შიმშილის გრძნობა როგორ გავიქროთო, ისინი, როგორც წესი, სრულიად სერიოზულად პასუხობენ, რომ კარგი დიეტის დროს საერთოდ არ უნდა გშიოდეს. აი, მე მაქვს კარგი დიეტა, რომელიც იმდენად სავსეა, რომ ხანდახან მაეჭვებს, მაგრამ მაინც მშია ხოლმე. იმიტომ, რომ ყოველთვის ვერ ვჭამ იმ დროს და იმდენს, როცა და რამდენსაც უნდა ვჭამდე. საღამოს და ღამე კი საშინლად მშია (იგულისხმეთ: 9დან დილის ხუთამდე) და საკუთარ ნებისყოფას ვცდი family guy-ს ფონზე. მერე კი, როცა ყურება მბეზრდება, სასწრაფოდ ვიძინებ, რომ სპილო არ შემომეჭამოს.

ამიტომაც აქტიურად ვეძებ შიმშილის დაკმაყოფილების გზებს და რამდენიმეს მივაგენი, კიდეც:




ავტორი: PamPiKa
რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ
საინტერესოა , 2012-01-28 ნანახია: 853 /კომენტარი: 0


ჩვენი წინაპრები ყურძნის მწიფობას მზის თვალს ადარებდნენ. ფოტოგრაფ ირინა აბ­ჟანდაძისთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, ღვინო თხევად მზედ ასო­ცირდება, რომელიც მზის ფერითა და მხურვალებით გაჯერებული, გარდა ტკბობისა, საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ერთგვარ ეროვნულ ნიშნად იქცა.

ამ კონცეფციით შექმნა ირინა აბჟანდაძემ ფოტოალბომი "თხევადი მზის ქვეყანა”, რო­მელიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთგვარ მიმოხილვას წარმოად­გენს და ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

თხრობა პორტრეტულია, XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება და XX საუკუნის 80-იან წლებამდე მოდის – ანუ ალექსანდრე ჭავჭავაძიდან გიორგი თუშმალიშვილამდე,

ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გა­ვიდა და საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება დაიწყო, რომელსაც კოლოსა­ლური წარმატება ჰქონდა.




ავტორი: PamPiKa
საინტერესო ფაქტები
საინტერესოა , 2012-01-27 ნანახია: 778 /კომენტარი: 0


* მარკო პოლომ ევროპელთაგან პირველმა ნახა ადამიანი, რომელიც ჰაერზე მძიმე აპარატით გაფრინდა. ეს იყო ჩინური საჰაერო გველი.

* 1991 წელს მთელი ფრანგული პოლიცია ფეხზე დადგა, მკაცრად კონტროლდებოდა პორტები და საზღვრები. ეძებდნენ მას შეშლილთა კლინიკაშიც, რადგან იქ მყოფი ზოგი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ის მისი საყვარელი იყო. ის მხოლოდ 1913 წელს იპოვეს – ეს გახლდათ „მონა ლიზა".

* გასული საუკუნის 80-იან წლებში, გრენლანდიასთან ახლოს, კუნძულ დისკოზე, იპოვეს მინერალი, რომელიც დედამიწაზე სხვაგან არსად უნახავთ. სანტერესოა, რომ ეს მინერალი ძალიან ჰგავს მთვარიდან ჩამოტანილ ნიმუშს.




ავტორი: PamPiKa
საშიში ისტორიები
საინტერესოა , 2012-01-27 ნანახია: 804 /კომენტარი: 0


ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა..




ავტორი: PamPiKa
კავკასიური თხუნელა
საინტერესოა , 2011-12-24 ნანახია: 897 /კომენტარი: 0


ედარებით დიდი თხუნელაა. ქალას კორდილობაზალური სიგრძე 33,1– 35,7 მმ–ია. სხეულის სიგრძე 109–136 მმ. ზედა რკალის კბილების სიგრძე 12,9– 13,8 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი რამდენადმე მაღალია გვერდით საჭრელ კბილებზე.

თხუნელა ჩვენში ყველგანაა, მაგრამ მეტწილად დასავლეთ საქართველოს ნოტიო ადგილებშია გავრცელებული, იქ, სადაც ატმოსფერული ნალექები დიდი რაოდენობით იცის. თხუნელა ცხოვრობს ტყეებლსა და ველ–მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში, მაღალ მთებსაც არ ერიდება და 2540 მ სიმაღლეზე ადის.




ავტორი: PamPiKa
ძაღლის სუსტი წერტილი
საინტერესოა , 2011-12-24 ნანახია: 819 /კომენტარი: 0


სამოსამსახურეო ძაღლი თუ პროფესიონალის მიერ არის აღზრდილი, პატრონს და მის ქონებას ისე დაიცავს, რომ უცხო ადამიანი ვერასდროს გაეკარება. როგორ უნდა შევარჩიოთ პროფესიონალი მწვრთნელი, რა უნდა ვიცოდეთ გასაწვრთნელი ძაღლის ყოლის მსურველებმა და რა თვისებებით გამოირჩევიან ისინი, ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი გიამბობთ: სამოსამსახურეო ჯიშის ძაღლები ძირითადად იცავენ ჩვენს ქონებრივ საკუთრებას და პირადად ჩვენ. ესენი არიან




ავტორი: PamPiKa
მსოფლიოს სულელური კანონები
საინტერესოა , 2011-12-24 ნანახია: 721 /კომენტარი: 0


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი
ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა.

ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოში თავისი სულელური კანონებით. იქ აგრეთვე მოქმედებს რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, როომლებიც იბრძვიან ამ კანონების ("dumb laws”) გასაუქმებლდ. ამერიკის ცალკეულ შტატებში მოქმედებს სხვადასხვაგვარი კანონები.
*ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა;
*აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება;
*საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ;
*ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5 $ გადაიხადოთ.
*სულ ახლახან კი ჯ. ბუშის ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე.
* პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.




ავტორი: PamPiKa
« 1 2 3 4 ... 9 10 »
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2024  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0