მთავარი » 2011 » დეკემბერი » 16
მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა
საინტერესოა , 2011-12-16 ნანახია: 725 /კომენტარი: 0


მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა.

ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს.




ავტორი: @maisa@
სილქნეტის ახალი პროდუქტი – მობილური ტელეფონი S1
სხვადასხვა , 2011-12-16 ნანახია: 775 /კომენტარი: 0


სილქნეტი მობილურ ბაზარზე ოპერირებას ახალი პროდუქტით – S1 იწყებს. აბონენტებს მობილური ტელეფონით სარგებლობა შეეძლებათ სილქნეტის უკაბელო ქსელის დაფარვის ზონებში – თბილისი, მცხეთა–მთიანეთი, გურია–სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა, სამცხე–ჯავახეთი. მობილური მუშაობს CDMA 800 Mhz სიხშირეზე ინდექსით „570".
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი 5 ლარითაა განსაზღვრული და ანგარიშის შევსება ხდება წინასწარ. სერვისის უპირატესობა – უფასო შიდა ქსელია: S1–დან S1–ზე აბონენტები უფასოდ საუბრობენ. მობილური ტელეფონით სილქნეტის ნებისმიერ მომხმარებლებთან კავშირი თბილისსა და რეგიონებში უფასოა, ისევე როგორც სილქნეტის სახლის ტელეფონიდან S1–ზე. სხვა ფიქსირებულ ქსელთან კავშირისას მომხმარებლებს დაერიცხებათ ტარიფი – 6 თეთრი; მობილურ ოპერატორებთან ზარის წამოწყების ტარიფი 5 თეთრია, ხოლო წუთი – მაგთიზე და ჯეოსელზე – 0.10 თეთრი, ბილაინი – 0.16 თეთრი; 1 SMS-ის გაგზავნა 5 თეთრი;




ავტორი: @maisa@
პირველი ქვევრი?
საინტერესოა , 2011-12-16 ნანახია: 956 /კომენტარი: 0


ოსაზრება ქვემო ქართლში, ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნ საღვინე ჭურჭელზე

დღესდღეობით ხშირად საუბრობენ ქვემო ქართლში, კერძოდ კი სოფელ შულავერთან მდებარე ე.წ. "ხრამის დიდ გორაზე” არქეოლოგიური აღმოჩენის – თიხის დიდი ზომის საღვინე ჭურჭლის შესახებ. მკვლევართა განხილვის საგანს წარმოადგენს ამ ჭურჭლის სახელი, წარმომავლობა და სხვ.

აღნიშნული ჭურჭლის გარშემო რიგი კითხვების შესახებ უკვე არსებობს პასუხი, ხოლო ზოგიერთი საკითხი, როგორიცაა, აღმოჩენილი ჭურჭლის სახელდება და წარმომავლობა, ჯერჯერობით კვლავაც განხილვის საგანია. რაც შეეხება ჭურჭლის ასაკს, იგი მიჩნეუილა ნეოლითური ხანის (ძვ. წ. VI-V ათასწლეულები) ჭურჭლად, რომლის ხნოვანობა რვა ათასი წელია. ეჭვგარეშეა, რომ აღმოჩენილი ჭურჭელი საღვინე დანიშნულებისაა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას, რომელიც, ვფიქრობთ, უფრო გაამყარებს ამ ჭურჭლის დანიშნულებისა და შესწავლის საკითხებს.

ხრამის დიდი გორის საღვინე ჭურჭელი ძალზე მაღლი გემოვნებითაა შესრულებული, რომელსაც ზედა მხარეს, შეიძლება ითქვას, გვირგვინად ამკობს ყურძნის მტევნის ოთხი სტილიზებული გამოსახულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჭურჭელი, ცხადია, არ იქნებოდა ყველაზე პირველი ჭურჭელი და, რა თქმა უნდა, მას ეყოლებოდა თავისი წინამორბედები. ეს კი იმის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კულტურული მეღვინეობა და ღვინის ჭურჭლის წარმოება შესაძლოა უფრო ადრეა დაწყებული ვიდრე ზემოხენებული პერიოდი




ავტორი: PamPiKa
გაიზიარებს თუ არა დედამიწა მარსის ბედს?
ახალი ამბები , 2011-12-16 ნანახია: 664 /კომენტარი: 0


მეცნიერების აზრით მარსზე მილიარდი წლის წინ იყო სიცოცხლე, მარსი დაფარული იყო ოკეანეებით და ზღვებით, ჰქონდა ატმოსფერო, (ატმოსფერო აქხლაც აქვს, მაგრამ ძალიან სუსტი და გაიშვიათებული) რა სახის იყო სიცოცხლე არავინ იცის. ან კი იყო? სინამდვილეში უცნობია, თუმცა დიდი შანსია რომ იქნებოდა, რადგან სიცოცხლისთვის საჭირო პირობები კი იყო.




ავტორი: PamPiKa
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0