მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25
საკრედიტო ბარათის ზომის ძალიან თხელი მობილური CM1
სხვადასხვა , 2011-12-25 ნანახია: 740 /კომენტარი: 0


საკრედიტო ბარათის ზომის ეს მობილური ტელეფონი შემჩნეული იყო გამოფენებზე Computex და CommunicAsia 2011. ასეთი მოკრძალებული ზომების მქონე მოწყობილობა სმარტფონი არაა; პირიქით, ეს ძალიან ჩვეულებრივი ტელეფონია ბაზური ფუნქციებით და ქსელების GSM ოთხი დიაპაზონის მხარდაჭერით.

CM1-ის ზომებია 85,5×55,6×6,9 მმ, ტელეფონის სიგრძე და სიგანე ნამდვილად პლასტიკური ბარათისას ჰგავს, სისქე კი მასზე გაცილებით მეტია, ამიტომ საფულეში საკრედიტო ბარათებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში იგი ვერ ჩაეტევა. ტელეფონის წონაა 38 გრამი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯიბეში მას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. CM1-ის ფუნქციების ასორტიმენტი მინიმალურია, მასში შედის კონტაქტების სიაში 500 ჩანაწერის შესაბამისი მეხსიერება, საათი მაღვიძარით და კალკულატორი. საწყისი დონის ტელეფონისთვის მეტი არცაა საჭირო.




ავტორი: @maisa@
ვინ არის უფრო დეპრესიული _ ქალი თუ მამაკაცი?
სხვადასხვა , 2011-12-25 ნანახია: 811 /კომენტარი: 0


ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცი ქალზე უფრო დეპრესიული არსებაა, რასაც თავისი მიზეზი განაპირობებს. ჩვეულებრივ, ისე ხდება ხოლმე, რომ ქალს მეტი საქმე აქვს, თუნდაც ოჯახში. ის ალაგებს, რეცხავს, ხეხავს; ხშირად წუწუნებს კიდეც ამაზე, მაგრამ სინამდვილეში არ იცის, რომ ამით დეპრესიას იცილებს თავიდან. ხელსაქმე, ქარგვა, ხატვა, ძერწვა, ანუ ნებისმიერი სახის შემოქმედებითი მუშაობა ადამიანს ართობს, სხვა სამყაროში გადაჰყავს იგი, რაც დეპრესიის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. მამაკაცებო, თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, გამოიყენეთ, მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ მონაწილეობა მიიღეთ საოჯახო საქმეში, ამით ქალის გულსაც მოიგებთ და დეპრესიასაც ადვილად გაუმკლავდებით. ეს ექიმის რჩევაა, ჩემი არ გეგონოთ.




ავტორი: @maisa@
Facebook 2011 წლის თამაშების ტოპ ათეულს ასახელებს
სხვადასხვა , 2011-12-25 ნანახია: 716 /კომენტარი: 0


2011 წელი სოციალური თამაშების დიდი ტენდენციით გამოირჩეოდა. სოციალური თამაშების მოყვარულები იმედოვნებენ, რომ ეს ბაზარი 2012 წელსაც განაგრძობს ჩვეული ტემპით ზრდას.
Facebook-მა, სოციალური თამაშების უდიდესმა პლატფორმამ, 2011 წლის ყველაზე პოპულარული თამაშების სია გამოაქვეყნა.
ყველა სხვა წლის შემაჯამებელი სიისგან განსხვავებით, ამ შემთხევაში განსაკუთრებით ბევრი სიურპიზის მომსწრე გახდა სოციალური თამაშების მოყვარული საზოგადოება. ყველა მოელოდა რომ CityVille, Zynga გახდებოდა 1-ლი ადგილის მფლობელი, თუმცა Facebook-ის გადაწყვეტილებით ეს პატივი Gardens of Time-ს ერგო წილად. CityVille მხოლოდ მესამე ადგილის მფლობელი გახდა, მეორე ადგილს კი The Sims Social (by EA) იკავებს. მე-4 და მე-5 ადგილზეა DoubleDown Casino და Indiana Jones Adventure World. მომხევნო 5 ადგილი კი შემდეგ ნაირად განაწილდა: 6. Words With Friends (by Zynga) 7. Bingo Blitz (by Buffalo Studios) 8. Empires & Allies (by Zynga) 9. Slotomania-Slot Machines (by Playtika) 10. Diamond Dash (by wooga)




ავტორი: @maisa@
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0