მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » მეფე და გლეხი
2:02 PM
მეფე და გლეხი
ერთხელ ერთი მეფე თავისი ამალით სანადიროდ წავიდა. შეუმჩნევლად ჩამოშორდა ამალას და ფიქრებში გართულმა გაუვალ ტყეში ამოყო თავი. შეჩერდა, იქაურობას თვალი მოავლო და დაინახა, რომ ერთი გლეხი შეშას ჭრიდა. მეფე მიუახლოვდა გლეხს და ხმამაღლა შესძახა:
— გამარჯვება შენ და შენს შრომას!
— მართლაც რომ გამარჯვება უნდა ჩემს შრომას. დილიდან წამოსული ვარ და ბარაქა ვერ მოვკიდე ნამუშევარს, — მიუგო გლეხმა.
— ალბათ დიდი ოჯახს ინახავ და გიჭირსო, — უთხრა მეფემ.
— ჩემი ოჯახი ექვსი სულისგან შედგება: ჩემი მშობლები, ორი შვილი, მე და ჩემი მეუღლე.
— შემოსავალს როგორ ანაწილებო? — შეეკითხა მეფე.
— ჩემს შემოსავალს ბევრი განაწილება არ სჭირდება, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებ, — მიუგო გლეხმა.
მეფე ჩააფიქრა გლეხის პასუხმა: რას უნდა ნიშნავდეს, ვალს ვიხდი და ამავე დროს ვავალებო!
იქნებ თხვენც ჩაუფიქრდეთ გლეხის პასუხს?

პასუხის სანახავად დააჭრეთ აქ
კატეგორია: გამოცანები | ნანახია: 818 | დაამატა: PamPiKa | ტეგები: გლეხი, მეფე | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0