მთავარი » 2011 » დეკემბერი » 11 » ნოდარ დუმბაძე...სიყვარულზე...
4:20 PM
ნოდარ დუმბაძე...სიყვარულზე...
თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭიაო...ასეთი სიტყვებია,ერთი ყველასთვის საყვარელი მწერლის, ერთ უბრალო მოთხრობაში....ვიღაცები ამბობენ, მარადიული სიყვარული არ არსებობსო... მე კი მჯერა, რომ არსებობს....არა, კი არ მჯერა, ვიცი... და რა უნდა დამეწერა სიყვარულზე, იმაზე უკეთასი, რაც ნოდარ დუმბაძეს უთქვამს ამ ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭზე...




რამდენიმე პატარა მონაკვეთი მისი რომანებიდან... სიყვრულზე...ვიცი, ეს სიტყვები, ყველამ იცის, მაგრამ მაინც მინდოდა დამეწრა...

.........................................

„ირიბად წვიმდა ,იყო ქარი და ციოდა.იქ, შორს იდგნენ ოთხნი, ილიკოს მკერდზე ტიროდა გოგონა. ვტიროდი მეც და მიხაროდ, რომ ის ტიროდა... იყო წვიმა...იყო ქარი...იყო მზეც, სიყვარულიც იყო...სიხარულის ცრემლიც და ალბათ ილიკოს აღარ უკვირდა, როგორ იყო მთვარე ცაზე, როდესაც თოვდა..."




...............................................................................



„ბებია, ბებია !- მე დავიხარე ბებიას მკერდზე. იგი აღარ ცემდა. ასე ვიყავი დიდხანს, თავაუღებლად და მე ვიგრძენი, რომ ვიღაც შემოვიდა ოთახში, დადგა ჩემს უკან და ცრემლები მოიწმინდა, მერე დაიხარა, რომ მხარზე ხელით შემხებოდა და წამოვეყენებინე,მაგრამ გადაიფიქრა,მე ვიგრძენი, რომ იგი აღარასოდეს წავიდოდა აქედან და არ დამტოვებდა მარტო. მე უკან არ მომიხედია,მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს იყო მერი,რადგან მას, ამ ბნელ ოთახში უზომო სინათლე შემოჰყვა. მერე მე მაინც ავდექი და შემოვტრიალდი,რათა დამანახა ეს სინათლე და ამ სინათლეზე ჩემი ილიკო, ჩემი ილარიონი და ჩემი ბებია... „





......................................................................

„მე ძალიან მიყვარდა მურადა,ქვეყანას მერჩია, ის, ბებია, ილარიონი და ილიკო ერთნაირად მიყვარს.

-ვიცი ზურიკო !

მე ძალიან მიყვარს მურადა, უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია,რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტად მიყვარდება,მურადას მე ძალიან ვუყვარდი. მე მურადას როგორც კაცს, ისე ველაპარაკებოდი. მეც მესმოდა მისი ლაპარაკი,ყველაფერი მესმოდა, სულ ყველაფერი. მურადა რომ მოკვდა, თავს მოვიკლავდი მეგონა. ჩემი მურადა ყველაზე კარგი იყო ქვეყანზე და მე ყველაზე უფრო მიყავარს იგი ქვეყანაზე. სიყვარულით მართლა შეიძლება გაგიჟდეს კაცი ... „




......................................................



დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული, სული მე მინც ,ზღაპრული ჯინივით, ბოთლში გამომწყვდეული , ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია... რომელიც ,თავის გჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება ...თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვა ახასიათებს...მერე ჩვენ, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიეთ ვანთავისუფლებთ ამ ბოთლიდან...უფრო ხშირად კი იგი თვითონ ინთავისუფლებს თავს და უკვე თავისუფალი, სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში...ყველა გენიოსი, მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია....მართალია ზოგი უფრო დიდია,ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგან, ბოთლიდან განთავისფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის...

................

თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჩებია ღმერთს ადამინისათვის, სიყვარულის ნიჭია ... ცოდოა ის კაცი, რომელიც ,ამ ნიჭის გნცდის გრეშე წავა ამ ქვეყნიდან...

................









კატეგორია: ლიტერატურა | ნანახია: 1196 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0