მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » სილქნეტი ვიდეოთეკის კომერციულ გაშვებას იწყებს
9:32 PM
სილქნეტი ვიდეოთეკის კომერციულ გაშვებას იწყებს
სილქტივის მომხმარებელი 18 ნოემბრიდან განახლებული ვიდეოთეკით ისარგებლებს. ახალი, რეიტინგული ფილმები ყოველკვირეულად ჩაიტვირთება ვიდეოთეკაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფილმების ძირითადი ნაწილი რჩება უფასო, ხოლო ახალი ფილმების დაქირავების ფასი 50 თეთრიდან იწყება.

მომხმარებელი შერჩეული ფილმის ტარიფზე წინასწარ იღებს შეტყობინებას და მას ნაყიდი ფილმის ნახვა შეუზღუდავი რაოდენობით 24 საათის განმავლობაში შეეძლება. შეძენისას აუცილებელია ვიდეოთეკის პინ–კოდის მითითება, რომელსაც აბონენტი ცხელი ხაზის 2100 100 ან 2100 400 მეშვეობით შეიტყობს.

„მომხმარებელმა ერთჯერადად უნდა დარეკოს სილქნეტის ცხელ ხაზზე, უნდა დაასახელოს სილქ ტვ–ის ინსტალაციისას მინიჭებული სილქ ტვ–ის კოდური სიტყვა და მიიღოს ვიდეოთეკის პინ–კოდი. თუ მომხმარებელმა 24 საათის გასვლამდე დაიწყო ვიდეოთეკით სარგებლობა, მას 24 საათის გასვლისთანავე არ შეუწყდება სერვისი და შეეძლება ბოლომდე ნახოს ფილმი, სერიალი ან ვიდეო " – განმარტა სილქნეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო დარასელმა.
სილქტივის მომხმარებელს ვიდეოთეკით სარგებლობის გადასახადი სილქ ტვ–ის ანგარიშზე დაერიცხება.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 704 | დაამატა: @maisa@ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0