მთავარი » 2011 » დეკემბერი » 13 » Tilter: კომპაქტური ელექტრომობილი
8:54 PM
Tilter: კომპაქტური ელექტრომობილი
ფრანგულმა კომპანიამ Synergethic ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა, რომელიც ყველა თანამედროვე ტენდენციას პასუხობს. ეს ულტრაკომპაქტური ელექტრომობილი Tilter ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებებისთვისაა განკუთვნილი. იგი მშვენივრად გრძნობს თავს მეგაპოლისის მძიმე საგზაო ვითარებაში და გარემოზე ზრუნვაშიც შეაქვს საკუთარი მოკრძალებული წვლილი. სავარაუდოა, რომ მანქანის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება.

მანქანის ტექნიკური მახასიათებლები არც ისე ურიგოა, სრულად დატენილი აკუმულატორით Tilter ასოც კილომეტრამდე გადის, ეს სავსებით საკმარისია მინიმუმ ერთი დღისთვის, თუმცა შორ გზებზე სასიარულოდ ეს ელექტრომობილი არცაა გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს იგი 13.3 წამში ანვითარებს. რაც შეეხება დიზაინს, იგი მოტოციკლსა და მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს შორის შუალედურ რგოლს წარმოადგენს.
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 692 | დაამატა: @maisa@ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0