მთავარი » 2011 » დეკემბერი » 6 » უამრავი საინტერესო ამბავი
7:48 AM
უამრავი საინტერესო ამბავი
..პლანეტა ვენერაზე ერთი დღე (დედამიწის 243 დღე) უფრო გრძელია, ვიდრე მისივე ერთი წელი (დედამიწის 225 დღე)...
...კაბო-დე-ორნოსი ყველაზე სამხრეთით მდებარე ეროვნული პარკია...
...საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ოფიციალურად განსაზღვრული არაა. კონსტიტუციით ეს საკითხი ტაბუდადებულია, მანამ, სანამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ აღდგება სახელმწიფოს სრული იურისდიქცია...
...2009 წელს ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ხუთი ქალი იყო...
...შვეიცარიის კონფედერაციაში საერთოეროვნულ დონეზე წელიწადში საშუალოდ 5–10 რეფერენდუმი ტარდება, მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში რეფერენდუმი ფედერალურ დონეზე საერთოდ არ ჩატარებულა.
...იტალიაში 1971 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა მხოლოდ 23–ე ტურის ჩატარების შემდეგ მოხერხდა.
...ამერიკაში პირველ რკინიგზას ხის ლიანდაგი ჰქონდა...






...რომაულ სამართლიანობის ქალღმერთს, იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობასა და მიუმხრობლობას გამოხატავს, მაშინ როცა მისი ანალოგი ბერძნულ მითოლოგიაში – თემიდა – ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი, სიმართლისა და ჭეშმარიტების დასადგენად...
... გიორგი შერვაშიძემ დაარსა უღირსი ადამიანებისთვის ხელის არჩამორთმევის საზოგადოება...
...სოფელ თამარისს 1944 წლამდე გერმანული სახელი ტრაუბენბერგი ერქვა, რაც ყურძნის მთას ნიშნავს...
...1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმავდროულად სახელმწიფო მეთაურიც იყო. ხელისუფლების ამგვარ დანაწილებას დემოკრატიულ სახელმწიფოებში ანალოგი არ მოეძებნება...
...რუსეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის კანონმდებლობით უფლება აქვთ ფედერაციის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ამომრჩევლის, ასევე კანდიდატის სახით...






...Sagar სანსკრიტზე ცას ნიშნავს, ხოლო māthā შუბლს. სწორედ ეს სახელი — „საგარმატხა" ეწოდება ნეპალურ ენაზე ევერესტს (ჯომოლუნგმას, სურათზე).
...შაკირა მამით ლიბანელი არაბია, ხოლო დედით — კოლუმბიელი იტალიელი.
...1992 წლის 21 თებერვლიდან 1995 წლის 24 აგვისტომდე საქართველოში ოფიციალურად მოქმედ კონსტიტუციად საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ითვლებოდა.
...შუა საუკუნეების ევროპაში შინაურ ცხოველებს ხშირად ასამართლებდნენ „უწესო საციელისათვის" და ამის გამო სიკვდილით სჯიდნენ. ანტიკურ პერიოდში კი სასამართლო პროცესები იმ უსულო საგნების (მაგალითად ქვის) წინააღმდეგაც იმართებოდა, რომლითაც ადამიანი შემთხვევით დაიღუპა.
...იაპონიის ზოგიერთ რეგიონში შენობებს ორი მთავარი შესასვლელი აქვთ — პირველსა და მეორე სართულზე. მეორე სართულის შესასვლელი გამოიყენება მაშინ, როდესაც თოვლის მაღალი საფარი მთლიანად ფარავს პირველ სართულს.






... პირველად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, როგორც დე-ფაქტო, ასევე დე-იურე, ცნო თურქეთმა 1918 წლის 3 ივნისს.
... ბრიტანეთის იმპერიის ჩრდილოამერიკულ პროვინციებს 1769 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა (სურათზე) პირველად უწოდა „შტატები" ანუ სახელმწიფოები.
... ელექტრობაში დადებითად და უარყოფითად დამუხტული მდგომარეობის დღეისათვის ფართოდ გამოყენებადი აღნიშვნები „+" და „–" ბენჯამინ ფრანკლინმა შემოიღო.
... იაპონიაში ახალი წლის დღესასწაულს ფეიერვერკით არ აღნიშნავენ.
... გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია ეწოდება.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 777 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0