მთავარი » 2011 » დეკემბერი » 7 » ვაჟა–ფშაველა
7:48 AM
ვაჟა–ფშაველა
მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,

ქართლისა წყლულთა მოზარე,

მშვიდობა, სულო ძლიერო,

თავის სამშობლოს მოყვარე!..

დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ

თვალზე ცრემლები მომგვარე...

არ დაივიწყა სამშობლომ

შენი მის ბედზე ტირილი,

მედგარი სულის კვეთება,

შავბედობაზედ ჩივილი,

დაუშრეტელი ნაღველი,

წყრომა და გულის ტკივილი.

მადლი შენს თანამოძმეთა, -

მიწა გახილეს მშობელი,

შენი სატრფო და სადარდო,

გულს ლახვარ-დამასობელი.

შენი მერანი კვლავაც რბის,

მისი ნავალიც შთენილა,

უმადლოდ არ დაკარგულა,

თუ ოდეს ცრემლი დენილა.

მიიღე ჩემი სალამიც,

გამოგზავნილი მთიდამა,

"ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,

გადმომქუხარე კლდიდამა;

თვის "ატეხილი ჭალები”

ცრემლით ატირა ცხარითა,

სმენად გადიქცნენ ისინიც,

გრგვინვა რო ესმათ ბარითა,

ქედებმა თავი იდრიკეს,

ფიქრით მოიცვნენ მწარითა,

ამწვანებულნი მწვანედა,


განათებულნი მთვარითა.



კარგია ფშაველთ ხატობა,

გაიმართება შილინდი,
შილინდზე "გაუმარჯოზე”
ზედ გადაებმის ჯირითი,
ცხენების ნთქრევა-ბიბინით
მტვერი ცას მისწვდა ძირითი...
შაიყრებიან ფშავლები,
ლამაზ-ლამაზად ზრდილნია,
ისმის ფშაური სიმღერა,
ტკბილი ფშაური ლხინია.
სად არი მაშინ ბეჩავი
ლეგა ბატარიშვილია?
თვალ-გული გადამელია
გრძელის მინდვრების ცქერითა,
გულს გავიგრილებ ხანდისხან
ტკბილის ფშაურის მღერითა,
ეს სამი წელი შასრულდა,
აღარ ვყოფილვარ ფშავშია,
მე რო ვერ დამისვენია
ვეღარც შინ, ვეღარც კარშია,
წავალ და არც დავბრუნდები,
ძმას გამოვგზავნი ცხვარშია.


კატეგორია: პოეზია | ნანახია: 762 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0